თბილისის მუზეუმების გაერთიანება აცხადებს 3-თვიანი სტაჟირების პროგრამას, რომლის მიზანია სამუზეუმო სფეროში დაინტერესებულ ზრდასრულ პირთა აქტიური ჩართულობა მუზეუმის თანამედროვე პროცესებში.
სტაჟირების პერიოდში მონაწილეები:
გაეცნობიან სამუზეუმო და საფონდო საქმიანობის სპეციფიკას;
გაივლიან სტაჟირებას გაერთიანების ერთ-ერთ მუზეუმში;
აქტიურად ჩაერთვებიან სამუზეუმო მუშაობის შიდა პროცესებში;
მიიღებენ მონაწილეობას ღონისძიებების, პროექტებისა და გამოფენების დაგეგმვა-განხორციელებაში.
სტაჟირება შესაძლებელია თბილისის მუზეუმების გაერთიანების სხვადასხვა მემორიალურ სახლ-მუზეუმსა და ადმინისტრაციულ სამსახურში:
– ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი 2 ადგილი
– ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი 2 ადგილი
– კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი 2 ადგილი
– ილია ჭავაჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი 2 ადგილი
– კომუნიკაციის სამსახური 1 ადგილი
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infotbilisimuseumsunion@gmail.com
თბილისის მუზეუმების გაერთიანება სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადასცემს ორენოვან სერტიფიკატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.
სტაჟირების სამთვიანი პროგრამა დაიწყება 2022 წლის წლის 15 ნოემბერს.