ქალები XIX საუკუნის საქართველოდან

1 1 - ქალები XIX საუკუნის საქართველოდან

საქართველოს რადიოს (Fm 102.3) დილის გადაცემის „პიკის საათი“ და თბილისის მუზეუმების გაერთიანების ერთობლივი შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრათა ციკლი მე-19 საუკუნეში დაწყებულ ქალთა მოძრაობის ისტორიის ქართულ მაგალითებს ეხება.

XIX საუკუნეში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ბრძოლამ მთელი მსოფლიო მოიცვა, მათ შორის საქართველოც. ამ მოვლენების შესახებ ხშირად წერდნენ ქართული ჟურნალ-გაზეთები, რაც მნიშვნელოვანი საქმე იყო ინფორმაციის მიღებისა და ქართველ ქალთა შორის ახალი ინიციატივების გასაჩენად.

საქართველოშიც, ღირსეულად უპასუხეს ქალებმა ახალ გამოწვევას და ბევრმა მათგანმა, მიუხედავად მათი სოციალური, ეთნიკური თუ სარწმუნოებრივი კუთვნილებისა, ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა საქართველოს, როგორც ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილის ფასეულობათა ჩამოყალიბებაში.

ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ქალთა საზოგადოებრივი ორგანიზაციებია: „ქართველ ქალთა ამხანაგობა“, საზოგადოება „მანდილოსანი“, „განათლება“, ხონის ქალთა წრე, ქუთაისის ქალთა საზოადოება „შრომა“, მასწავლებელ ქალთა ურთიერთ-დამხმარებელი საზოგადოება, სომეხ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება, ქალთა ამხნაგობა „თამარი“, თელავში – „ქალთა ერთობა“ და სხვ.

შეხვედრათა ციკლი   ქალთა ორგანიზაციებსა და ცნობილ ქართველ ქალთა მოღვაწეობასთან ერთად მოგვითხრობს იმ თითოეული მოქალაქის როლის შესახებაც, რომლებმაც ერთობლივად იბრძოლეს ქალთა თავისუფლების, განათლების, ხმის უფლების მოპოვებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის.