15 სექტემბერს ილიასეული ,,ხუთშაბათობების’’ ფარგლებში, ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუში გაიმართა ქართველი მწერლის, დრამატურგის და საზოგადო მოღვაწის გურამ ოდიშარიას საჯარო ლექცია „ილია და აფხაზეთი’’.
ცნობილია, რომ 1903 წელს ილია ჭავჭავაძე პრინც ალექსანდრე ოლდენბურგის მიწვევით იმყოფებოდა აფხაზეთში, ესტუმრა გაგრასა და სოხუმს, რა დროსაც ადგილზე გაეცნო რეგიონში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებას და განსაკუთრებით შეაშფოთა რუსეთის იმპერიის მოხელეებისგან შევიწროვებულ ქართველი თავადაზნაურების მიერ კუთვნილი მამულების გაყიდვის გახშირებულმა შემთხვევებმა. ილიამ, ჯერ კიდევ მაშინ, წინასწარ განსჭვრიტა ის სირთულეები, რომელთა წინაშეც შეიძლება მომავალში დამდგარიყო საქართველოს ისტორიული კუთხე:
„დღეს აქამომდე ამ მშვენიერს აფხაზ-ქართველთა მიწა-წყალს ხმლით ვინახავდით და ასე თუ ისე შევინახეთ კიდეც. დღეს ხმალი ქარქაშში ჩაეგო. დღეს სხვა მტერი მოდის, როგორც ვხედავ ისე გულ-და-გულ და პირდაპირ კი არა, როგორც პატიოსანი ხმალი, არამედ ჩუმად, ქურდულად, როგორც მაცდური და მპარავი. იგი მტერი გაიძვერა და მზაკვარია. იგი ღიმილითდა ალერსით მოგექცევათ და ისე გამოგაცლით ხელიდან ამ ლამაზს, ტურფას, მდიდარს ქვეყანას, რომ პირველი ხანში იქნება მადლობელნიც გაუხდეთ“.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიზანია, აღადგინოს ილიასეული ,,ხუთშაბათობების’’ ტრადიცია ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუში. ,,ხუთშაბათობების’’ ფარგლებში მუზეუმი საზოგადოებას ეტაპობრივად უმასპინძლებს საჯარო ღონისძიებებზე, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიცნონ არა მხოლოდ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის მნიშვნელოვანი დეტალები, არამედ სრულიად ეპოქა და იმდროინდელი ტფილისური ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტები.
,,ხუთშაბათობების’’ ტრადიციის ფორმატი მოიცავს თანამედროვე კულტურულ – საგანმანათლებლო პროცესებში ჩართული წარმომადგენლების საჯარო ლექციებს, XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში, ილია და მისი თანამედროვე საზოგადო მოღვაწეების ღვაწლისა და ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენების შესახებ.
ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის სახლში, სადაც ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, ილია 1889-1901 წლებში ცხოვრობდა. ამ სახლს უკავშირდება ილიას საზოგადოებრივ -პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები, აქვე იყოგანტავსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა, სახლში საფუძველი ჩაეყარა არა ერთ ეროვნულ – სახელმწიფოებრივ და კულტურულ წამოწყებას, აქვე იმართებოდა ტრადიცული „ხუთშაბათობები’’.