23 ივლისს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ეწვივნენ.
მასწავლებლებს მუზეუმში თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ნინი სანადირაძემ და მუზეუმის თანამშრომლებმა უმასპინძლეს. მუზეუმში ექსკურსიის შემდეგ, თბილისის მუზეუმების გაერთიანების თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა ნინი სანადირაძემ ათეულთა კლუბის მასწავლებლებს სპეციალური საჩუქრები გადასცა.
2022-2023 სასწავლო წლის მანძილზე თბილისის მუზეუმების გაერთიანება უმასპინძლებს ათეულთა კლუბის ყველა მასწავლებელს მოსწავლეებთან ერთად თბილისის მუზეუმების გაერთიანების სახლ-მუზეუმებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე.