მისამართი: ქ. თბილისი ივანე ჯავახიშვილის ქუჩა №7
განმკარგავი: ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანება“
პირველი სართული – 31.84 m²
სამკითხველო სივრცე პირველი სართული – 18.41 m²
ლიფტი/კიბე კვადრატულობა – 13.19 m²
მეორე სართული კვადრატული – 39.49 m²
სამკითხველო სივრცე მეორე სართული – 20.76 m²
ლიფტი/კიბე კვადრატულობა – 13.48 m²
სათავსო – 28.60 m²
სველი წერტილი – 1 (პირველი სართული – 4.06 m²)
ეზო – 25 m²
სულ 194.83 m²
✓ ინტერნეტი
✓ გათბობა
✓ ცხელი წყალი
✓ ლიფტი
✓ შშმ პირთათვის ადაპტირებული
✓ დამოუკიდებელი შესასვლელი
✓ ვიდეო სათვალთვალო სისტემა
✓ სახანძრო დეტექტორები
✓ დაცვა
ქვეყანა საქართველო
ქუჩა (დასახელება/ნომერი) – თბილისი , ივანე ჯავახიშვილის №7
შენობის ფართობი (მ²) 194.83 m²კვ.მ.
საკადასტრო კოდი N 01.16.06.036.041
შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
შენობის ტიპი /პროექტი – არასტანდარტული
შენობის მდგომარეობა – ახალი გარემონტებული
სარგებლობაში გადაცემის ვადა – 5 წელი
საიჯარო ფართის დანიშნულება – კაფის მოწყობა.
(შენიშვნა: მისი დანიშნულების შეცვლა დაუშვებელია „მუზეუმების გაერთიანებასთან“
შეთანხმების გარეშე)
აღწერილობა
თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური
მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებას. ამ შენობას ჯერ
კიდევ მე-19 საუკუნის 80-იანი წლების მიწურულიდან ჰქონდა უმნიშვნელოვანესი
კულტურული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური დატვირთვა. 1880-1901 წლებში, ილია
ჭავჭავაძე თავისი დის, ელისაბედ ჭავჭავაძის კუთვნილ სახლში ცხოვრობდა მეუღლესთან
ერთად ნიკოლოზის ქუჩაზე (დღ. ი. ჯავახიშვილის ქუჩა №7). აქვე, მეორე სართულზე იყო
განთავსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია, ხოლო სარდაფში 1880 წლიდან 1901 წლის
მაისამდე – მაქსიმე შარაძისა და ამხანაგობის სტამბა, სადაც იბეჭდებოდა გაზეთი „ივერია“ და
სხვა პერიოდული გამოცემები, მხატვრული და სასულიერო ლიტერატურა, სამეცნიერო
შრომები, სახელმძღვანელოები. საქართველოში პირველად სწორედ „ივერიის“ სტამბაში
დაიბეჭდა ნოტებზე გადაღებული ქართული საგალობლები. მოსკოვიდან ნოტების შრიფტის
შეძენაში კი მაქსიმე შარაძეს უშუალოდ ილია ჭავჭავაძე დაეხმარა. ივერიის“ რედაქციის
შენობაში ჩაუყარა საფუძველი ილია ჭავჭავაძემ ეროვნულ ღონისძიებებს – ტრადიციულ
„ხუთშაბათობებს“, რამაც მალე აქცია ეს სახლი პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების
თავშეყრის ადგილად და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების ეპიცენტრად.
ამავე შენობის პირველ სართულზე იყო განთავსებული მთელ ამიერკავკასიაში პირველი
რენტგენის კაბინეტი, რომელიც თავისი ხარჯებით ჩამოიტანა პარიზიდან ცნობილმა ექიმმა
და საზოგადო მოღვაწემ მიხეილ გედევანიშვილმა და სწორედ ილიას უშუალო ხელშეწყობით
გამართა ელისაბედ საგინაშვილის სახლში. მას თავის გარშემო შემოკრებილი ჰყავდა
პროფესიონალ ექიმთა უაღრესად საიმედო პერსონალი, რომელთა შორის იყო სტომატოლოგი
ივანე ახალშენიშვილი, რომელიც იმავე დროს გაზეთ „ივერიის“ თანამშრომელიც გახლდათ და
პირველი ქართველი ექიმი ქალი, შიო არაგვისპირელის მეუღლე, პედიატრი მარიამ ბაქრაძე.
უნდა აღინიშნოს, რომ კლინიკა ღარიბ მოსახლეობას უფასოდ ემსახურებოდა. სხვათა შორის,
ილიას დის სახლში ცხოვრობდნენ წლების მანძილზე მიხეილ გედევანიშვილი და მისი
მეუღლეც, სანამ საკუთარ სახლს იყიდიდნენ თბილისში. აღნიშნული სახლი ელისაბედ
ჭავჭავაძემ ე. წ. საქვრივოთი, 40 ათას რუსულ მანეთად შეიძინა გრუზინსკებისაგან, რომლის
სარემონტო სამუშაოებსაც უშუალოდ ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა. ელისაბედის
მეუღლე გახლდათ ალექსანდრე საგინაშვილი, ცნობილი სამხედო პირი, გენერალ-მაიორი,
გრიგოლ ორბელიანის ნათესავი და ნიკოლოზ ბარათაშვილის ალალი მამიდაშვილი. 1879
წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების
დამფუძნებელი წევრი სიცოცხლის ბოლომდე, გარდაიცვალა 1887 წელს. ორი წლის შემდეგ
გადმოვიდა ელისაბედი ახალ სახლში საცხოვრებლად და დარჩენილი სიცოცხლე აქ გაატარა.
პირობები
მოიჯარე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
უზრუნველყოს მომსახურების მაღალი ხარისხი, კეთილგანწყობილი მომსახურე პერსონალი
და კარგად დაგეგმილი რეკლამა, ამასთანავე ტურისტული ჯგუფების შემოყვანა მუზეუმში და
მუზეუმისა და მუზეუმში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
აუქციონში მონაწილე პირს, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება მსგავსი
მომსახურების მოწოდების (კვების ობიექტით მომსახურების გაწევა) და გამარჯვების
შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს:
➢ მოიჯარე ვალდებულია, მოიპოვოს ყველა ლიცენზია/ნებართვა, რაც საჭირო გახდება
საიჯარო ფართზე ისეთი საქმიანობის წარმოებისთვის, რომლის
განხორციელებისთვის საჭიროა ასეთი სახის დოკუმენტი.
➢ აუცქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია გამარჯვებიდან არაუგვიანეს 5
კალენდარული დღისა წარმოადგინოს მსგავს სფეროში არანაკლებ 5 წლიანი
გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
➢ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს რეკომენდაციები
გაწეული მომსახურების შესახებ, (მინიმუმ ორი რეკომენდაცია), მათ შორის მიმდინარე
წლისთვის არანაკლებ ერთისა.
➢ კაფის ფუნქციონირება ყოველდღე, ხოლო „საქართველოს შრომის კოდექსით“
გათვალისწინებული უქმე დღეებში განისაზღვრება „მუზეუმების გაერთიანებასთან“
შეთანხმებით.
➢ კაფეს სამუშაო საათები განისაზღვრება „მუზეუმების გაერთიანებასთან“
შეთანხმებით, მაგრამ ამასთანავე კაფეს სამუშაო საათები უნდა მოიცავდეს მუზეუმის
სამუშაო საათებსაც.
➢ კაფეში შემოთავაზებულ კერძებზე და გამაგრილებელ სასმელებზე თბილისის
მუზეუმების გაერთიანებაში დასაქმებულთათვის არანაკლებ 20% ფასდაკლების
გათვალისწინება;
➢ კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, ობიექტებისათვის
დადგენილი წესების დაცვა.
➢ ქონების მიმღებ პირს უფლება არა აქვს, სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონება
სარგებლობის უფლებით კვლავ გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, ქვეიჯარის,
თხოვების ფორმით გადასცეს) მესამე პირს ან სხვაგვარად დატვირთოს იგი
სარგებლობის უფლების გამცემთან შეუთანხმებლად.
➢ მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა,
ტექნიკური ექსპლუატაციის, ეკოლოგიური, სანიტარულ-ჰიგიენური,
ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ნორმების დაცვა, გაუფრთხილდეს იჯარით
გადაცემულ ფართში მოთავსებულ ინვენტარს, ხელი არ შეუშალოს მუზეუმის
ფუნქციონირებას, დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებული
კანონმდებლობა და იჯარის ვადის გასვლისთანავე დააბრუნოს ქონება
ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
➢ მოიჯარე ვალდებულია სარგებლობის ვადის ამოწურვის შემდეგ საიჯარო ქონება
დააბრუნოს იმავე მდგომარეობაში, როგორშიც მიიღო (ბუნებრივი ცვეთის და
ამორტიზაციის გათვალისწინებით); სარგებლობაში გადაცემული ფართისა და
ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში მოიჯარე ვალდებულია საკუთარი სახსრებით
აღმოფხვრას მიყენებული ზიანი;
➢ სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ
განხორციელებული ყველა გაუმჯობესება წარმოადგენს „მუზეუმების გაერთიანების“
საკუთრებას;
საიჯარო ფართში განთავსებულია ინვენტარი, რომელიც საიჯარო ფართთან ერთად
გადაეცემა ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, კერძოდ:
- სკამი – ხის, საზურგე და დასაჯდომი ნაწილი ხის, ყვავილებიანი მოჩითული
დასაჯდომით – 6 ცალი - სკამი – ხის, საზურგე და დასაჯდომი ხავერდის, რიკულებით – 4 ცალი
- სკამი – ხის, თეთრი ქსოვილით, რიკულებიანი საზურგით და ძირით – 4 ცალი
- სკამი – ხის, მოდერნი წითელი ხე ყავისფერი ვილვეტის ქსოვილით – 6 ცალი
- სკამი – ხის, მოთეთრო ქსოვილიანი დასაჯდომით, რიკულებიანი საზურგით და
ფეხებით – 4 ცალი - მაგიდა – ხის, მრგვალი, გედებიანი – 1 ცალი
- დივანი – ორი სავარძლით ყავისფერი ხის, თეთრი ზედაპირი ქსოვილი – 3 ცალი
- სავარძელი – ხის, წითელი ზედაპირით – 2 ცალი
- მაგიდა -ხის, ფრანგული, მცენარეული ყვავილებიანი ორნამენტებით, გირჩის
გამოსახულებიანი ფეხით, კაკლის ხე, 120/85 – 1 ცალი - მაგიდა – სასადილო, მართკუთხედი, ფრანგული კაკლის ხე, 190/90 – 1 ცალი
- მაგიდა – მრგვალი, სასადილო, ოთხ ფეხზე, კაკლის ხის, სტალინის პერიოდის,
გასაშლელი, დიამეტრი 90 – 1 ცალი - ბუფეტი – მოდერნი, სასადილოს, კაკლის ხის თაროებიანი, მასიური ხის, მინებიანი
ბოძებით, ვიტრაჟებით, ხის მასიური თაროებით და მასიური ხის ზედაპირით.
მოდერნის სტილი – 1 ცალი - თარო – განიერი, ჩამოსაკიდი, მუხის ხე. სიგრძე: 120 სმ – 2 ცალი
- მაგიდა – მრგვალი, გასაშლელი, სტალინის პერიოდის – 1 ცალი
- თარო – ჩამოსაკიდი, სარკიანი, ბიდერმაიერის თაროებით – 1 ცალი
- მაგიდა – პატარა, მართკუთხედი, ლომბერნი, გასაშლელი, ფრანგულ ფეხებზე – 1 ცალი
- ბარის ავეჯი – წიფლის და კაკლის ხის კარადა-ბარი, ტიფანის სტილში, ვიტრაჟული
ფანჯრებითა და განათებით – 1 ცალი - თარო – ე.წ „ეტაჟერკა“, რიკულებიანი, კაკლის თარო, მარმარილოს საფარით, სიმაღლე
170 სმ, სიგანე 120 სმ – 1 ცალი - დივანი (მოწითალო რბილი ზედაპირით) – 1 ცალი
- სამეული – დივანი, ორი სავარძელი, „ვოლტერის“ სტილი – 3 ცალი
- მაგიდა -პატარა, მრგვალი – 1 ცალი
- მაგიდა – პატარა, მრგვალი – 1 ცალი
- ხის სავარძელი – პავლოვის სტილის, ფირუზისფერი საფარით, ყავისფერი,
ჩუქურთმებიანი, ე.წ ალებიანი ხე – 2 ცალი - დივანი – ხის, პავლოვის სტილის, ფირუზისფერი საფარით, ყავისფერი,
ჩუქურთმებიანი, ე.წ ალებიანი ხე – 1 ცალი - სარკე – კონსოლით, ვიწრო, წითელი ხე – 1 ცალი
26. ვერტიკალური ფარდა ჟალუზი – 7 ცალი - ცეცხლმაქრი – 5 ცალი
- სახანძრო დეტექტორი – 13 ცალი
- საევაკუაციო გეგმა – 3 ცალი
- გათბობა/გაგრილების აგრეგატი – 9 ცალი
- ვიდეო-სამეთვალყურეო კამერა – 3 ცალი
- დეკორატიული სურათები – 14 ცალი
- WIFI ადაპტერი – 2 ცალი
- MDF მაგიდა – კრემისფერი – 4 ცალი
- სკამი – ხის სახელურებით, საზურგე და დასაჯდომი ნაცრისფერი, რბილი ქსოვილით –
8 ცალი - დეკორაცია – ხის, ე.წ ჭვირული – 6 ცალი
- სანათი – ჭერის, მინის გარსით – 6 ცალი
- ბრა -კედლის, შავი ფერის, შემინული – 1 ცალი
- ბრა – მეტალის კორპუსით, დეკორატიული ნათურით – 1 ცალი
- სანათი -იატაკის, ღია ყავისფერი ქუდით – 2 ცალი
- სანათი – იატაკის, მწვანე ქუდით – 1 ცალი
- შესაფუთი – მწვანე ფერის, სხვადასხვა ორნამენტებით – 1 ცალი
- ჩემოდანი – მყარი, დეკორატიული – 1 ცალი
- ნახატი – ავტორი გივი პეტრიაშვილი, ილუსტრაცია ი. ჭავჭავაძის მოთხრობა „კაციაადამიანი“ გუაში – 4 ცალი
- ნახატი – ავტორი მამია გვაჯაია, ილუსტრაცია ი. ჭავჭავაძის მოთხრობა „კაციაადამიანი“ – 1 ცალი
- ნახატი – ავტორი მამია გვაჯაია, ილუსტრაცია ი. ჭავჭავაძის მოთხრობა მეფე „დემეტრე
თავდადებული“ 2 ცალი - ნახატი – ავტორი ლალი ზამბახიძე, ილუსტრაცია ი. ჭავჭავაძის მოთხრობა „კაციაადამიანი“ – 1 ცალი
- სარკე – 1 ცალი
- ხელსაბანი ნიჟარა და ონკანი – 1 ცალი
- წყლის გამაცხელებელი – 2 ცალი
- უნიტაზი – 1 ცალი
➢ მოიჯარემ, საკუთარი ხარჯით, უნდა უზრუნველყოს დამონტაჟებული წყლის
გამაცხელებლის უსაფრთხო ექსპლუატაცია, სხვა საჭირო დანადგარებით
(მიკროტალღური ღუმელი, ყავის აპარატი და სხვა) აღჭურვა და საჭირო რაოდენობის
ჭურჭლით სასადილოს უზრუნველყოფა.
➢ მოიჯარემ, საკუთარი ხარჯით, უნდა უზრუნველყოს საიჯარო ფართობის მომიჯნავედ
არსებულ ეზოში ( 25 კვ.მ ფართში) არაუმეტეს 10 მაგიდის (სკამებით) განთავსება,
რომლის ვიზუალი შეთანხმებული უნდა იქნას „მუზეუმების გაერთიანებასთან“,
მოვლა-დასუფთავებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვის უზრუნველყოფით.
➢ იმის გათვალისწინებით, რომ საიჯარო ფართი არის მუზეუმის შენობის განუყოფელი
ნაწილი, თბილისის მუზეუმების გაერთიანება არსებული შესაძლებლობების
ფარგლებში უზრუნველყოფს ფართის გათბობა/გაგრილებას.
➢ მოიჯარემ, საკუთარი ხარჯით, უნდა უზრუნველყოს საიჯარო ფართობის
დასუფთავება, ნარჩენების გატანა;
➢ მუზეუმის თანამშრომელებისა და ვიზიტორებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს
საიჯარო ფართზე დაუბრკოლებლად გადაადგილება და საიჯარო ფართის
დანიშნულებისამებრ გამოყენება.
➢ ელექტრონული აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადასაცემი სახელმწიფო ქონების
საწყისი ყოველთვიური საიჯარო ქირის საფასური შეადგენს 2952 ლარს.
➢ ინფლაციური პროცესების გათვალისწინებით და მოხმარებული ენერგო რესურსების
ხარჯის დაფარვის მიზნით, (ვინაიდან საიჯარო ფართის ენერგო მოწოდების
გამხოლოება ტექნიკურად შეუძლებელია), მოიჯარე ვალდებულია ყოველთვიურ
საიჯარო ქირაში დამატებით ასახოს და მეიჯარეს გადაუხადოს რეალიზაციიდან
ამონაგების სახით (დღგ-ს ჩათვლით) მიღებული თანხის 10%
➢ ელექტრონული აუქციონის მსვლელობისას ბიჯი შეადგენს 50 ლარს.
➢ მოიჯარემ საიჯარო ქირის გადახდა უნდა უზრუნველყოს არაუგვიანეს ყოველი
საანგარიშო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის
განმავლობაში;
➢ მოიჯარემ უნდა უზრუნველყოს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალური
მუზეუმის შინაარსისა და ეპოქალური კონტექსტით გათვალისწინებული გარემოს
შექმნა, რომლის კონცეფცია უნდა შეთანხმდეს „მუზეუმების გაერთიანებასთან“;
➢ მოიჯარემ კაფის ინტერიერი, ექსტერიერი, მენიუს კონცეფცია და ასორტიმენტი, ასევე
მუსიკალური გაფორმება უნდა განისაზღვროს „მუზეუმების გაერთიანებასთან“
შეთანხმებით.
➢ მოიჯარე ვალდებულია მენიუს ასორტიმენტის შერჩევისას გაითვალისწინოს უძრავი
ნივთის განსაკუთრებული მნიშვნელობა და მისი კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლის სტატუსი. იგი ვალდებულია სამზარეულო აღჭურვოს ისეთი
მოწყობილობებით, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის ვენტილაციას ისე, რომ საკვების
სუნი არ შედიოდეს მუზეუმში და არ სცილდებოდეს ისეთ დასაშვებ ზვარს, რომელიც
გამოიწვევს საიჯარო ქონების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლების პრეტენზიებს.
➢ მოიჯარე ვალდებულია საკვები პროდუქტის მომზადებისას დაიცვას საქართველოს
კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული მოთხოვნები.
➢ საიჯარო ობიექტზე დაუშვებელია ისეთი მოწყობილობებისა და დანადგარების
განთავსება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მუზეუმსა და საიჯარო ობიექტს.
➢ მოიჯარემ უნდა გამოიყენოს ინფორმაციის ეფექტური არხები და ჩანდეს სწორედ იქ,
სადაც მისი პოტენციური მომხმარებელი იყრის თავს, რომლითაც შესაძლებელი იქნება
ობიექტის სარეკლამო კამპანიისა და ციფრული მარკეტინგის განვრცობა, ახალი
აუდიტორიის გასაზრდელად;
➢ სივრცის მოწყობის პროცესში დაიცვას სურსათის უვნებლობის ტექნიკური
რეგლამენტით გათვალისწინებული რეგულაციები, მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად სივრცე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ოთხივე სეზონზე, როგორც
ეკონომიკური სარგებლის მისაღებად ასევე, სადემონსტრაციოდ;
➢ გამარჯვებული პირი ვალდებულია ყოველდღიურ რაციონში გაითვალისწინოს
მუზეუმის მთავარი აუდიტორიის სასკოლო/საგანმანათლებლო სექტორის
მსყიდველობითი უნარიანობა;
➢ გამარჯვებულმა პირმა უნდა გაითვალისწინოს მეცხრამეტე საუკუნის ეპოქალური
თავისებურება და კვების ობიექტთან დაკავშირებული ისტორიული ცნობები, რომლის
მიწოდებასაც უზრუნველყოფს მუზეუმების გაერთინება.
➢ გამარჯვებულმა პირმა უნდა გაითვალისწინოს და უზრუნველყოს საიჯარო ფართში
არსებული ინვენტარის, მათ შორის სამუზეუმო ექსპონატებისა და განთავსებული
ნამუშევრების დადგენილი წესით მოვლა.
➢ გამარჯვებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს საკვები პროდუქციის მაღალი ხარისხი და
სტანდარტებთან შესაბამისობა.
➢ მოიჯარემ უნდა უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში დაზიანებული
ინვენტარის შეკეთება.
➢ აუქციონში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებულ პირებს, საჭიროების
შემთხვევაში (მათ შორის, გასაქირავებელი ობიექტის ადგილზე დასათვალიერებლად)
შეუძლიათ მოგვმართონ მისამართზე: თბილისი, ი. ჯავახიშვილის №7 ან
დაგვიკავშირდნენ ტელ. (+995 557 47 77 17)
➢ აუქციონში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს გამარჯვებიდან
არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
➢ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან
არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში გადაიხადოს „ბე“ – 1 (ერთი) თვის საიჯარო ქირა
წინასწარ. წინასწარ გადახდილი „ბე“ ჩაითვლება საიჯარო ქონებით სარგებლობის
ვადის ბოლო თვის ქირის ოდენობაში.
➢ მოიჯარე ვალდებულია საიჯარო ფართის დანიშნულებისამებრ გამოყენება დაიწყოს
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა;
➢ ქონების მიმღები პირი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 7
კალენდარული დღის ვადაში გადაწყვეტილება და სარგებლობის პირობები
დაარეგისტრიროს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში.
➢ მოიჯარეს არ აქვს უფლება განათავსოს რეკლამა საიჯარო ქონებაზე. ამ პუნქტის
მიზნებისთვის რეკლამად არ ჩაითვლება მოიჯარის მიერ საიჯარო ფართზე საკუთარი
საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის (დასახელება, სასაქონლო ნიშანი) განთავსება,
ასევე ობიექტზე გასაყიდი საკვებისა და სასმელის რეკლამა;
➢ კაფის საქმიანობისას გამოწვეული ხმაური უნდა იყოს საქართველოს
კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული დასაშვები
ზღვრების ფარგლებში, ხელს არ უნდა უშლიდეს მუზეუმის საქმიანობასა და არ უნდა
აწუხებდეს მიმდინარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.
➢ დაუშვებელია საიჯარო ობიექტზე სარემონტო სამუშაოებისა და კონსტრუქციული
ცვლილებების განხორციელება „მუზეუმების გაერთიანების“ წერილობითი თანხმობის
გარეშე.
➢ თუ აუქციონში გამარჯვებული პირი ვერ დააკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ
პირობებს, მასთან არ გაფორმდება საჯარო ხელშეკრულება და აუქციონი
გამოცხადდება ჩაშლილად