ხუთშაბათობები ილიას სახლში – გია მურღულიას საჯარო ლექცია: „ფიქრი ილიაზე“

PXL 20220616 151535604 scaled - ხუთშაბათობები ილიას სახლში - გია მურღულიას საჯარო ლექცია: „ფიქრი ილიაზე“
16 ივნისს ილიასეული „ხუთშაბათობების“ ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ფილოლოგიის დოქტორის, პედაგოგის, გია მურღულიას საჯარო ლექცია: „ფიქრი ილიაზე“ გაიმართა.
ლექციაზე განხილულ იქნა ილია ჭავჭავაძის ღვაწლისა და ნააზრევის მნიშვნელობა ქართული საზოგადოების განვითარებაში.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიზანია, აღადგინოს ილიასეული „ხუთშაბათობების“ ტრადიცია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას ეტაპობრივად უმასპინძლებს საჯარო ღონისძიებებზე, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიცნონ არა მხოლოდ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის მნიშვნელოვან დეტალები, არამედ სრულიად ეპოქა და იმდროინდელი ტფლისური ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტები.
ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის სახლში, ივანე ჯავახიშვილის ქ. N 7-ში, ილია ჭავჭავაძე 1889-1901 წ.წ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, თავის დასთან და მეუღლესთან ერთად. ეს სახლი იმდროინდელი ქართული საზოგადოებისთვის ერთგვარ თავშეყრის ადგილად იქცა, აქ იმართებოდა ტრადიციული შეხვედრები „ხუთშაბათობები“, სადაც მნიშვნელოვანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და კულტურული საკითხები განიხილებოდა და წყდებოდა. ამ სახლში იყო გამართული გაზეთ „ივერიის“ სტამბა და რედაქცია.