სტაჟირება თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში

Museums Union 1 - სტაჟირება თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში

თბილისის მუზეუმების გაერთიანება აცხადებს 3-თვიანი სტაჟირების პროგრამას, რომლის მიზანია სამუზეუმო სფეროში დაინტერესებულ ზრდასრულ პირთა აქტიური ჩართულობა მუზეუმის თანამედროვე პროცესებში.

სტაჟირების პერიოდში მონაწილეები:

? გაეცნობიან სამუზეუმო და საფონდო საქმიანობის სპეციფიკას;
? გაივლიან სტაჟირებას გაერთიანების ერთ-ერთ მუზეუმში;
? აქტიურად ჩაერთვებიან სამუზეუმო მუშაობის შიდა პროცესებში;
? მიიღებენ მონაწილეობას ღონისძიებების, პროექტებისა და გამოფენების დაგეგმვა-განხორციელებაში.

სტაჟირება შესაძლებელია თბილისის მუზეუმების გაერთიანების სხვადასხვა მემორიალურ სახლ-მუზეუმსა და ადმინისტრაციულ სამსახურში:

? ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი |ორი ადგილი
? ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი |ორი ადგილი
? კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი |ორი ადგილი
? ილია ჭავაჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი |ოთხი ადგილი
? კომუნიკაციის სამსახური |ერთი ადგილი
? პროექტებისა და საგანმანათლებლო მიმართულების სამსახური |ერთი ადგილი

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infotbilisimuseumsunion@gmail.com

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ თბილისის მუზეუმების გაერთიანება მონაწილეებს გადასცემს ორენოვან სერტიფიკატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 24 ივნისი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

? სტაჟირების სამთვიანი პროგრამა დაიწყება 2022 წლის წლის 1 ივლისს.