თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურ დირექტორთან, ნინი სანადირეძასთან ერთად, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქართული სამუზეუმო კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის თბილისის მუზეუმების გაერთიანების დიზაინერები დააჯილდოვეს.
გიორგი ტყემალაძემ და კახა ლაბუჩიძემ ნინო თედიაშვილს, ნინო ზარიძესა და ნინო ანდრიაშვილს სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.