IMD2022 „მუზეუმის ძალა, როგორც სოლიდარობა” თამარ ცაგარელის საჯარო ლექცია

IMG 1059 scaled - IMD2022 „მუზეუმის ძალა, როგორც სოლიდარობა" თამარ ცაგარელის საჯარო ლექცია

16 მაისის მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თბილისის მუზეუმების გაერთიანების კვირეული ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, თამარ ცაგარელის საჯარო ლექციით – „მუზეუმის ძალა, როგორც სოლიდარობა” – გაიხსნა.

თამარ ცაგარელმა ისაუბრა ვახტანგ ჭაბუკიანის წვლილზე უკრაინული ბალეტის განვითარებაში.
1936-1940 წლებში ვახტანგ ჭაბუკიანი, როგორც ქორეოგრაფი მიწვეული იყო უკრაინაში, რათა მოცეკვავეებს შეესწავლათ კლასიკური ცეკვის ხელოვნება.