IMD2022 23 მაისი – ომის ქრონიკები | ბესო სოლომონაშვილის საჯარო ლექცია

23 მაისი გალაკტიონი - IMD2022 23 მაისი - ომის ქრონიკები | ბესო სოლომონაშვილის საჯარო ლექცია

#IMD2022 მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმი გიწვევთ ბესო სოლომონაშვილის საჯარო ლექციაზე – ომის ქრონიკები.

კაცობრიობის ისტორია დაუსრულებელი ომის ქრონიკებია.
ხშირად ომები უშუალოდ შეიარაღებულ ძალებს შორის სამხედრო დაპირისპირებამდე ადრე იწყება და არც ცეცხლის შეწყვეტით მთავრდება.

ყველა ეპოქაში საუბრობენ ომის საშინელებაზე და იმ გამანადგურებელ შედეგებზე, რაც საომარ მოქმედებებს ახლავს. სამყარო თანხმდება, რომ ომი ცუდია/საშინელია, თუმცა ვერც ერთმა ეპოქამ, საუკუნემ ვერ მოახერხა თავი აერიდებინა ამ „საშინელებისთვის“.

ომი – ადამიანთა შემოქმედება, სოციალურ-პოლიტიკური მოვლენა, რომელიც ხშირად ეპოქათა სახეს აყალიბებს, არაერთი ხელოვანისთვის გამხდარა შთაგონების წყარო.

მსოფლიო ხელოვნებაში ხშირად ვხვდებით შედევრებს, რომლებიც ასე ლამაზად წარმოაჩენს ომის ტრაგიზმსა დარომანტიზებული მებრძოლების ფენომენს.

აქვს თუ არა ომს დასაწყისი ან დასასრული?
რატომ იწყება ან რა შედეგი განაპირობებს ომის „წარმატებას“?
თუ ომი ცალსახად საშინელებაა, რატომ წარმოშობს იგი გმირობას?
ომი, როგორც გადარჩენისთვის ბრძოლა და ბუნების დაუწერელი კანონი, თუ ადამიანის მარგინალური ბუნების სახე-ხატი?

? თარიღი: 23 მაისი
? დრო: 17:00 სთ
? მისამართი: თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. N4
გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი

 

23 მაისი გალაკტიონი 1024x536 - IMD2022 23 მაისი - ომის ქრონიკები | ბესო სოლომონაშვილის საჯარო ლექცია