IMD2022 21 მაისი – ოპერა და პოლიტიკა | მაია სიგუას საჯარო ლექცია

21 მაისი ფალიაშვილი - IMD2022 21 მაისი - ოპერა და პოლიტიკა |  მაია სიგუას საჯარო ლექცია

#IMD2022 მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 21 მაისს 17:00 საათზე ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი გიწვევთ მაია სიგუას საჯარო ლექციაზე – ოპერა და პოლიტიკა.

ლექციაზე განხილული იქნება ოპერა, როგორც პროპაგანდის იარაღი პოლიტიკური პროცესებში.

მომხსენებელი ყურადღებას გაამახვილებს მუსიკისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირის გაცნობიერების საკითხებზე;

შეეხება ფრანგული აბსოლუტური მონარქიის მახასიათებლებსა თუ რევოლუციის მესიჯებს, მეცხრამეტე საუკუნეში – ცარიზმის თუ სხვა იმპერიული რეჟიმების განდიდების თემას;

ასევე მეოცე საუკუნეში – ოპერის მიმართებას სხვადასხვა ფორმაციის რეჟიმთან, პოლიტიკური მიმართულებასთან, ორგანიზაციასა თუ პარტიის იდეებთან;

წარმოადგენს რამდენიმე საოპერო ნაწარმოებს, რომლებსაც, ერთი შეხედვით, პოლიტიკასთან არაფერი აქვთ საერთო.

? თარიღი: 21 მაისი
? დრო: 17:00 სთ
? მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ.N2
კოტე და სოსოს წერეთლების მემორიალური სახლ – მუზეუმი

 

21 მაისი ფალიაშვილი 1024x536 - IMD2022 21 მაისი - ოპერა და პოლიტიკა |  მაია სიგუას საჯარო ლექცია