IMD2022 – ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია – ილია ჭავჭავაძე და საქართველოს უახლესი ისტორია

19 მაისი ილია 1 - IMD2022 -  ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია - ილია ჭავჭავაძე და საქართველოს უახლესი ისტორია

#IMD2022 მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემირიალურ მუზეუმში ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია სათაურით „ილია ჭავჭავაძის როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში“ ჩატარდა.

აღნიშნული ღონისძიება ილიასეული ტრადიციული შეხვედრების – „ხუთშაბათობების“ ფარგლებში გაიმართა, რაც თავისთავად ამ ტრადიციის აღდგენის დასაწყისია.

მომხსენებელმა ილია ჭავჭავაძის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა საქართველოს ისტორიის კონტექსტში განიხილა.