16 მაისი
„მუზეუმის ძალა, როგორც სოლიდარობა“
თამარ ცაგარელის საჯარო ლექცია
#IMD2022 მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 16 მაისს, 17:00 საათზე, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ჩატარდება თამარ ცაგარელის საჯარო ლექცია: მუზეუმის ძალა, როგორც სოლიდარობა.
თამარ ცაგარელი ისაუბრებს ვახტანგ ჭაბუკიანის წვლილზე უკრაინული ბალეტის განვითარებაში.
1936-1940 წლებში ვახტანგ ჭაბუკიანი, როგორც ქორეოგრაფი მიწვეული იყო უკრაინაში, რათა მოცეკვავეებს შეესწავლათ კლასიკური ცეკვის ხელოვნება.
თარიღი: 16 მაისი
დრო: 17:00 საათი
მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N83/23
ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი
17 მაისი
„ინსპირაცია-მუზეუმი“
შემეცნებით-შემოქმედებით ტური
ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში
თბილისის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი 17 მაისს, 17:00 საათზე, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გიწვევთ შემეცნებით-შემოქმედებით ტურზე „ინსპირაცია მუზეუმი“.
ტურის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან მუზეუმის ძლიერ მხარეებს:
კონცეფციას, ურბანულ გარემოსა და ისტორიულ კონტექსტს; საექსპოზიციო დარბაზებს, ციფრულ ინოვაციებს.
მიღებული შთაბეჭდილებებით ტურის მონაწილეები შექმნიან ჩანახატებს.
თარიღი: 17 მაისი
დრო: 17:00 საათი
მისამართი: თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17
ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
18 მაისი
ღამე ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი ეხმიანება მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს თემატიკას „მუზეუმების ძალასა“ და საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელების მიზნით, მუზეუმების ერთი-ერთი პოტენციალის, განათლების საშუალებით, საზოგადოების განვითარების ძალის განსაზღვრას (მუზეუმები კოლექციებისა და პროგრამების საშუალებით ქმნიან სოციალურ ქსოვილს, რომელიც აუცილებელია საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. დემოკრატიული ღირებულებების დაცვით და ყველასთვის უწყვეტი განათლების შესაძლებლობის მიცემით, ისინი ხელს უწყობენ ინფორმირებული და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას.) და აღნიშნულის გათვალისწინებით აუდიტორიას კვირეულის ფარგლებში სთავაზობს:
18 მაისს – მუზეუმში ცხადდება ღია კარის დღე და დამთავლიერებელს ექსკურსიების პარალელურად შეეძლებათ თავისუფალი მონაწილეობა მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებზე:
„მუსიკა ილიას სახლში“, „ქალები წარსულიდან“, „მარკების საიდუმლო ენა“.
ასევე 18 მაისს, 19:30:00 საათიდან – 02:00 საათამდე მოეწყობა „ღამე მუზეუმში“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია:
- 19:30კლასიკური მუზუკის კონცერტი ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ მევიოლინეთა ანსამბლის „სიმი“ და კლასიკური ვიკალის სტუდიის აღსაზრდელების მონაწილეობით;
- 21:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება „ტანგოს საღამო“ არგენტინული სოციალური ტანგო – „ტანგო აკადემიის“ საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
19 მაისს – მუზეუმი გთავაზობთ „ხუთშაბათობების“ ტრადიციის ფორმატში ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექციას თემაზე „ილია ჭავჭავაძის როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში“
19 მაისი
ცოტნე ზედგინიძის საფორტეპიანო კონცერტი ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში
#IMD2022 მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში 19 მაისს 17:00 საათზე ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი გიწვევთ ცოტნე ზედგინიძის საფორტეპიანო კონცერტზე.
კომპოზიტორი და პიანისტი, ცოტნე ზედგინიძე, შეასრულებს საავტორო კომპოზიციებს, ასევე კლასიკურ საფორტეპიანო ნაწარმოებებს, რომელთა შესრულებით კომპოზიტორი სოლიდარობასა და თანადგომას გამოხატავს უკრაინელი ბავშვებისადმი.
ცოტნე ზედგინიძემ 4 წლიდან დაიწყო კომპოზიციების შექმნა. მისი რეპერტუარი მდიდარია მსოფლიო კლასიკური საფორტეპიანო მუსიკის საუკეთესო ნიმუშებით და საკუთარი კომპოზიციებით.
თარიღი: 19 მაისი
დრო: 17:00 საათი
მისამართი: თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10
ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
19 მაისი
„ილია ჭავჭავაძე და საქართველოს უახლესი ისტორია“
ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია ილიას სახლში
#IMD2022 მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემირიალურ მუზეუმში ჩატარდება ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია, თემაზე: „ილია ჭავჭავაძის როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში“.
ლექციაზე განხილული იქნება ილია ჭავჭავაძის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა საქართველოს ისტორიის კონტექსტში.
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდება ილიასეული ტრადიციული შეხვედრების – „ხუთშაბათობების“ ფარგლებში, რაც თავისთავად ამ ტრადიციის აღდგენის დასაწყისიც იქნება.
თარიღი: 9 1მაისი
დრო: 19:00 საათი
მისამართი: თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N7
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
20 მაისი
ღია კარის დღე
კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმში
#IMD2022 მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში 20 მაისს კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმში ღია კარის დღეა!
ღია კარის დღის ფარგლებში, 15:00 საათზე ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამა „იალქნებიდან სამოსამდე“.
თარიღი: 20 მაისი
დრო: 10:00 – 18:00 სთ
მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ.N2
კოტე და სოსოს წერეთლების მემორიალური სახლ – მუზეუმი
21 მაისი
„ოპერა და პოლიტიკა“
მაია სიგუას საჯარო ლექცია
#IMD2022 მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 21 მაისს 17:00 საათზე ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი გიწვევთ მაია სიგუას საჯარო ლექციაზე – ოპერა და პოლიტიკა.
ლექციაზე განხილული იქნება ოპერა, როგორც პროპაგანდის იარაღი პოლიტიკური პროცესებში.
მომხსენებელი ყურადღებას გაამახვილებს მუსიკისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირის გაცნობიერების საკითხებზე;
შეეხება ფრანგული აბსოლუტური მონარქიის მახასიათებლებსა თუ რევოლუციის მესიჯებს, მეცხრამეტე საუკუნეში – ცარიზმის თუ სხვა იმპერიული რეჟიმების განდიდების თემას;
ასევე მეოცე საუკუნეში – ოპერის მიმართებას სხვადასხვა ფორმაციის რეჟიმთან, პოლიტიკური მიმართულებასთან, ორგანიზაციასა თუ პარტიის იდეებთან;
წარმოადგენს რამდენიმე საოპერო ნაწარმოებს, რომლებსაც, ერთი შეხედვით, პოლიტიკასთან არაფერი აქვთ საერთო.
თარიღი: 21 მაისი
დრო: 17:00 სთ
მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ.N2
კოტე და სოსოს წერეთლების მემორიალური სახლ – მუზეუმი
22 მაისი
„სიტყვების ალქიმია“
შემეცნებითი თამაშის პრეზენტაცია
#IMD2022 მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი 22 მაისს, 17:00 საათზე გიწვევთ შემეცნებითი თამაშ „სიტყვების ალქიმიის“ პრეზენტაციაზე.
მივანიჭოთ სიტყვებს გამოსახვის ახალი ფორმები, რისთვისაც მივმართავთ ჯადოსნურ ხერხებს: ანაგრამა, მაჯამა, პალინდრომი, აკროსტიქი, აბეცედარიუმი. ვითამაშოთ გამოცნობანა: ანდაზა, გამოცანა, რებუსი, შარადა.
თარიღი: 22 მაისი
დრო: 17:00 სთ
მისამართი: თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17
ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
23 მაისი
„ომის ქრონიკები“
ბესო სოლომონაშვილის საჯარო ლექცია
#IMD2022 მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმი გიწვევთ ბესო სოლომონაშვილის საჯარო ლექციაზე – ომის ქრონიკები.
კაცობრიობის ისტორია დაუსრულებელი ომის ქრონიკებია.
ხშირად ომები უშუალოდ შეიარაღებულ ძალებს შორის სამხედრო დაპირისპირებამდე ადრე იწყება და არც ცეცხლის შეწყვეტით მთავრდება.
ყველა ეპოქაში საუბრობენ ომის საშინელებაზე და იმ გამანადგურებელ შედეგებზე, რაც საომარ მოქმედებებს ახლავს. სამყარო თანხმდება, რომ ომი ცუდია/საშინელია, თუმცა ვერც ერთმა ეპოქამ, საუკუნემ ვერ მოახერხა თავი აერიდებინა ამ „საშინელებისთვის“.
ომი – ადამიანთა შემოქმედება, სოციალურ-პოლიტიკური მოვლენა, რომელიც ხშირად ეპოქათა სახეს აყალიბებს, არაერთი ხელოვანისთვის გამხდარა შთაგონების წყარო.
მსოფლიო ხელოვნებაში ხშირად ვხვდებით შედევრებს, რომლებიც ასე ლამაზად წარმოაჩენს ომის ტრაგიზმსა დარომანტიზებული მებრძოლების ფენომენს.
აქვს თუ არა ომს დასაწყისი ან დასასრული?
რატომ იწყება ან რა შედეგი განაპირობებს ომის „წარმატებას“?
თუ ომი ცალსახად საშინელებაა, რატომ წარმოშობს იგი გმირობას?
ომი, როგორც გადარჩენისთვის ბრძოლა და ბუნების დაუწერელი კანონი, თუ ადამიანის მარგინალური ბუნების სახე-ხატი?
თარიღი: 23 მაისი
დრო: 17:00 სთ
მისამართი: თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. N4
გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი