IMD2022 მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ღონისძიებები

18.05.22 16 23 მაისი 1 - IMD2022 მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ღონისძიებები

თბილისის მუზეუმების გაერთიანება

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული

#IMD2022

16 – 23 მაისი

„მუზეუმების ძალა“

მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ინიციატივით, მუზეუმის საერთაშორისო დღე 1977 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერება. „მუზეუმების ძალა“ განხილულია, როგორც სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის წარმოქმნისა და შენარჩუნების შესაძლებლობა, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისა და ამ გზით განვითარებისთვის ხელშეწყობა, და საგანმანათლებლო რესურსების მეშვეობით, საზოგადოების დაინტერესების, ინფორმირებისა და მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების შემადგენლობაში შემავალი მუზეუმები ზემოთ ჩამოთვლილი სამივე მიმართულებით უკვე აქტიურად და ქმედითად „ავრცელებენ საკუთარ ძალას“.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მემორიალური სახლ-მუზეუმები, როგორც აღმოჩენებისა და შემეცნების ადგილები, გვაცნობენ ჩვენს წარსულს – ინტერპრეტაციების გარეშე – შთაგვაგონებენ იდეებს და გვიტოვებენ სივრცეს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში.

 

16 – 23 მაისი
თბილისის მუზეუმების გაერთიანება
მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ღონისძიებები

 

16 მაისი, 17:00 საათი | თამარ ცაგარელის საჯარო ლექცია „მუზეუმის ძალა, როგორც სოლიდარობა“
ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი
თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N83/23

16 მაისი ჭაბუკიანი - IMD2022 მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ღონისძიებები

 

17 მაისი, 17:00 საათი | საჯარო შეხვედრა „ინსპირაცია – მუზეუმი“
ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17

17 მაისი ბარათაშვილი - IMD2022 მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ღონისძიებები

18 მაისი | ღამე ილია ჭავჭავაძის ტფილისურ სახლში
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი

18 მაისს - IMD2022 მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ღონისძიებები

19:30 საათი – 02:00
ინტერაქციული ექსკურსია
კლასიკური მუსიკის კონცერტი – მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული
სასახლის აღსაზრდელების მონაწილეობით
21:00 – 02:00 საათი
„ცეკვის ძალა“ – არგენტინული სოციალური ტანგოს აკადემია
თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N7

 

19 მაისი, 17:00 საათი | ცოტნე ზედგინიძის საფორტეპიანო კონცერტი
ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10

19 მაისი ფალიაშვილი - IMD2022 მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ღონისძიებები

19 მაისი, 19:00 საათი | ხუთშაბათობები ილიას სახლში
ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია „ილია ჭავჭავაძე და საქართველოს უახლესი ისტორია“
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N7

19 მაისი ილია - IMD2022 მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ღონისძიებები

 

20 მაისი | ჯინსის დაბადების დღე მუზეუმში
ჯინსის სამოსი ლევი შტრაუსმა ამერიკაში ოქროსმაძიებელი მუშებისთვის შექმნა. ლივაი თავად მიდიოდა ოქროს მაძიებელთა დასახლებაში, სთავაზობდა მუშებს შარვლებს და მათი მოთხოვნილებების საფუძველზე ხვეწდა საკუთარ პროდუქციას. მიუხედავად ამისა შტრაუსის პროდუქციაზე მოთხოვნა მცირდებოდა, რადგან ჯიბეები ინსტრუმენტებისა და თვითნაბადად მოპოვებული ოქროს სიმძიმეებს ვერ უძლებდა და მარტივად ირღვეოდა. ამ პერიოდში ჯეიკობ დევისმა გამოიგონა ჯიბის დასამაგრებელი ალუმინის მოქლონი. გამოგონების დასაპატენტებლად 68 დოლარი არ ქონდა და დასახმარებლად ლევი შტრაუსს მიმართა. მათი თანამშრომლობა შედგა და 1973 წლის 20 მაისს ლურჯი მოქლომიანი ჯინსის წარმოების პატენტიც მიიღეს. მოგვიანებით კი ჯინსი, როგორც თავისუფლების გამომხატველი სიმბოლო მეამბოხე ჰიპების რჩეული
სამოსი გახდა, რომლებიც საზოგადოების მიერ დადგენილ ნორმებს, ჩარჩოებს, ვიეტნამის ომსა და ძალადობას აპროტესტებდენ.

15:00 საათი | საგანმანათლებლო პროგრამა „იალქნებიდან სამოსამდე“
კოტე და სოსოს წერეთლების მემორიალური სახლ – მუზეუმი
თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ.N2

20 მაისი წერეთლები - IMD2022 მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ღონისძიებები

21 მაისი. 17:00 საათი | მაია სიგუას საჯარო ლექცია „ოპერა და პოლიტიკა“
ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10

21 მაისი ფალიაშვილი - IMD2022 მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ღონისძიებები

22 მაისი | 17:00 საათი
საგანმანათლებლო პროგრამა – თამაშის „სიტყვების ალქიმია“ პრეზენტაცია
ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17

22 მაისი ბარათაშვილი - IMD2022 მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ღონისძიებები

23 მაისი, 17:00 საათი | ბესო სოლომონაშვილის საჯარო ლექცია „ომის ქრონიკები“
გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი
თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. N4

23 მაისი გალაკტიონი - IMD2022 მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ღონისძიებები