„ქართული პოეზიის საწყისები – ზეპირსიტყვიერი პოეზია”

IMG 0994 scaled - „ქართული პოეზიის საწყისები - ზეპირსიტყვიერი პოეზია"
30 აპრილს გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ლექციათა ციკლის „ტექსტი – გზავნილი სამყაროს“ ფარგლებში მარი ტურაშვილის საჯარო ლექცია „ქართული პოეზიის საწყისები – ზეპირსიტყვიერი პოეზია” ჩატარდა.
 
მომხსენებელმა ისაუბრა პოეზიის როლზე ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და საკრალურ ცხოვრებაში.
 
საქართველოს ტერიტორიაზე ჩაწერილი ფოლკლორული პოეზიის ნიმუშების შესახებ, ასევე, საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი შრომის, საკულტო, მაგიური, საბრძოლო, საგმირო, სატრფიალო, სამგლოვიარო პოეზიის შესახებ.