28 აპრილს ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში საგაზაფხულო კონცერტი გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ გულიკო კარიაულის სტუდენტებმა: ანა მაისაშვილმა, ფალანდა ღვინჯილიამ, ნინო ტაბატაძემ, მადონა შველიძემ, ნათია ივანიაშვილმა, მარიამ წიკლაურმა, მარიამ ჩუხრუკიძემ.
კონცერტმაისტერები: ეკა გოგოლიძე, ხათუნა ლოლაძე.
შესრულდა ზაქარია ფალიაშვილის, დიმიტრი არაყიშვილის, ალექსი მაჭავარიანის, არჩილ ჩიმაკაძის, ვაჟა აზარაშვილის, ჯუზეპე ვერდის, ვინჩენცო ბელინის, ჟაკ ოფენბახის, შარლ გუნოს, გაეტანო დონიცეტის, ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის ნაწარმოებები.