ასურული ენის საერთაშორისო დღე

DSCF2200 scaled - ასურული ენის საერთაშორისო დღე
27 აპრილს თბილისის საკრებულოს ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით, საკრებულოში ასურული ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოში ასურული ახალგაზრდული ორგანიზაციის „ნინევია“ თავმჯდომარე ეკატერინე ბიტკაში უძღვებოდა. ორგანიზატორებმა ასურული ეთნიკური კოსტიუმების გამოფენა და ასურელი მხატვრების ნამუშევრები წარმოადგინეს.
საღამოზე სიტყვით თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ნინი სანადირაძ გამოვიდა, რომელმაც თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში შემავალ კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმისა და კოტე წერეთლის, როგორც საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებლის შესახებ ისაუბრა.

ასევე, ორგანიზაცია „ნინევიას“ თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შესთავაზა.