„აღდგომა – გაზაფხულის დღესასწაული“ – საგანმანათლებლო პროგრამების ციკლი

278400618 10222324101865158 2441203575737849581 n - „აღდგომა -  გაზაფხულის დღესასწაული“ - საგანმანათლებლო პროგრამების ციკლი
ხომ გსმენიათ სააღდგომოდ მრავალფერად შეღებილი კვერცხების შესახებ, ყურცქვიტა ბაჭიებზე – ბავშვებისთვის ტკბილეულითა და სააღდგომო სანოვაგით სავსე კალათა რომ მიაქვთ, პასკებსა და ფერად-ფერად ცუკატებზე, კულიჩებს რომ აფორმებენ და აგემრიელებენ.
ის თუ იცით, როდის და ვინ დაიწყო სააღდგომოდ სახლების ყვავილებით მორთვა, ფერადი ბუმბულებით ყვითელგულა წიწილების გაფორმება, კარებს და ხეებზე ზანზალაკების დაკიდება, თითქოს სამყარო „მუსიუკალური ზარდახშა“ ყოფილიყოს.

იცით, ცეცხლით სად აფრთხობდნენ ბოროტ ძალებს?
ან ვინ იყო მშვილდ-ისარით სააღდგომოდ მოკაზმული?

ამ და სხვა მრავალ საინტერესო ამბავს, თუ რა სახის ტრადიციები არსებობდა და არსებობს მსოფლიოსა და საქართველოში გაზაფხულისა და სააღდგომო დღესასწაულის აღსანიშნავად, მოგიყვებით საგანმანათლებლო პროგრამაზე – „აღდგომა-გაზაფხულის დღესასწაული“.

2022 წლის 17 აპრილიდან თბილისის მუზეუმების გაერთიანების ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამების ციკლი „აღდგომა-გაზაფხულის დღესასწაული“ დაიწყება.
პროგრამის ფარგლებში, მრავალფეროვანი აუდიო და ვიზუალური თვალსაჩინოებების გამოყენებით, მონაწილეები გაეცნობიან საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ სააღდგომო წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებსა და გამოხატვის ფორმებს.
საგანმანათლებლო პროგრამის დასასრულს ბავშვებს საინტერესო და სახალისო აქტივობები ელით. სააღდგომო თემატიკაზე, სხვადასხვა მასალის გამოყენებით ინდივიდუალურად შექმნილი ნამუშევრები კი მათ სახლში დაიდებენ ბინას.
✅ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.
✅ ჯგუფის შემთხვევაში აუცილებელია წინასწარ რეგისტრაცია.
🔹 მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
🔹 პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
🔹 ხუთშაბათი, შაბათი და კვირა | 15:00 საათი
🔹 მისამართი: ქ. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N 7
🔹 პროგრამის ღირებულება: 5 ₾
🔹 ტელ: (032) 2305001, 595083693