თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ასოციაცია „ანიკას“ ბენეფიციარებს უმასპინძლა

IMG 2574 scaled - თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ  ასოციაცია „ანიკას“ ბენეფიციარებს უმასპინძლა
თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში უმასპინძლა ასოციაცია „ანიკას“ ბენეფიციარებს, რომლებსაც საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა “თოჯინების ისტორია” ჩაუტარდათ.
პროგრამა გაერთიანების მეთოჯინემ, ბაჩო ცანავამ ჩაატარა.
ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ფაქტები არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი თოჯინების შესახებ;
სხვადასხვა ქვეყნის თოჯინების შექმნის ისტორიები;
ქართული ეთნოგრაფიული დედოფალების შექმნის ისტორია;
გაეცნენ მეთოჯინის პროფესიას და პროგრამის ბოლოს, თავად შექმნეს ქართული ტრადიციული დედოფალები.
მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად.
◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ ოთხშაბათი, 15:00 საათი
◈ ქ.თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N7
◈ ღირებულება: 5ლარი
◈ (032) 2 30 50 01 | 595083693