ილია ჭავჭავაძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამა „თოჯინების ისტორია“ ჩატარდა

IMG 2504 scaled - ილია ჭავჭავაძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამა „თოჯინების ისტორია“ ჩატარდა
18 მარტს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში თბილისის მუზეუმების გაერთიანების შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა – „თოჯინების ისტორია“ – ჩატარდა.
✥ ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ფაქტები არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი თოჯინების შესახებ;
✥ სხვადასხვა ქვეყნის თოჯინების შექმნის ისტორიები;
✥ ქართული ეთნოგრაფიული დედოფალების შექმნის ისტორია;
✥ გაეცნენ მეთოჯინის პროფესიას და პროგრამის ბოლოს, თავად შექმნეს ქართული ტრადიციული დედოფალები.
მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად.
◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ ოთხშაბათი, 15:00 საათი
◈ ქ.თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N7
◈ ღირებულება: 5ლარი
◈ (032) 2 30 50 01 | 595083693