მემორანდუმი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და თბილისის მუზეუმების გაერთიანებას შორის

IMG 2174 - მემორანდუმი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და თბილისის მუზეუმების გაერთიანებას შორის

დღეს, 16 მარტს, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა, თინათინ რუხაძემ და თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა, ნინი სანადირაძემ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია „გაერთიანებასა“ და „სასახლეს“ შორის სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კვლევითი თანამშრომლობის განვითარება და ერთობლივი პროექტების, გამოფენების, კონფერენციების და სხვა საქმიანობის განხორციელება.