
2022 წლის 17 მარტს გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალებიდან 63 წელი სრულდება.
ამ დღესთან დაკავშირებით, ღია კარის დღის ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში

13:00 საათზე ჩატარდება შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა „პოლინდრომის სამყაროში“.

16:00 საათზე კი – ვახტანგ ჯავახაძის საჯარო ლექცია: ეპიზოდები გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებიდან.

ვახტანგ ჯავახაძე ისაუბრებს პოეტთან დაკავშირებულ უცნობ და საინტერესო ეპიზოდების შესახებ, შეეხება ისეთ ასპექტებს, რომლებიც საზოგადოებაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს – გალაკტიონ ტაბიძის პარიზში მოგზაურობა, ცისფერყანწელებთან ურთიერთობა და პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების სხვა მნიშვნელოვანი და უცნობი დეტალი გამჟღავნდება შეხვედრაზე.

მისამართი: თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ.N4 (გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი)
