ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში საჯარო ლექცია – „ქართული საეკლესიო გალობის ისტორია და მისი ნოტებზე გადატანა” ჩატარდა

274722651 1660487874287379 6182166803927472794 n - ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში საჯარო ლექცია - „ქართული საეკლესიო გალობის ისტორია და მისი ნოტებზე გადატანა" ჩატარდა
4 მარტს თბილისის მუზეუმების გაერთიანების ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „ქართული საეკლესიო გალობის ისტორია და მისი ნოტებზე გადატანა“.
 
ლექციას წარუძღვა სოციალური მეცნიერებების დოქტორი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ასოცირებული პროფესორი, მალხაზ ერქვანიძე.
 
ლექციაზე განხილულ იქნა შემდეგი თემები:
 
– ავტოკეფალიის მნიშვნელობა ადგილობრივი საეკლესიო ხელოვნების ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
– გალობის ნევმური და ზეპირი ტრადიციის შესახებ;
– ჩვენთვის ცნობილი დასდებლის მეცნიერები, სრული მგალობლები,
– საეკლესიო გალობის რვა ხმა და კანონიკის შესახებ;
– XIX საუკუნეში გალობის მდგომარეობა და ზრუნვა მის გადასარჩენად;
– ნოტებზე გადატანის პერიპეტიები და მოღვაწეების შეტანილი წვლილის შესახებ.