„პოეზიის საწყისები“ – ნანა ტონიას საჯარო ლექცია გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში

274922500 1664213243914842 5994160591107370786 n - „პოეზიის საწყისები“  - ნანა ტონიას საჯარო ლექცია გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში
„ტექსტი – გზავნილი სამყაროს“
 
მრავალი საუკუნის წინ დამწერლობის შექმნამ ადამიანებს საშუალება მისცა საკუთარი სათქმელი, ნაფიქრი, ემოცია თუ დაგროვილი ცოდნა „მყარი“ სიმბოლოების სახით გამოეხატათ.
 
ენის არსებობა ავტომატურად გულისხმობს ზეპირსიტყვიერების არსებობასაც. განუზომელია დროის ხანგრძლივობა, როდესაც ადამიანთა მენტალური კუთვნილება ზეპირსიტყვიერების სახით ვრცელდებოდა და თაობიდან თაობას ვარიანტული სახით გადაეცემოდა.
დამწერლობის გაჩენამ ზეპირსიტყვიერი ტექსტების მატერიალურად, სიმბოლოების სახით დაფიქსირებისა და ხანგრძლივად შენახვის გარანტია შექმნა, თუმცა ცოცხალი ენა სიმბოლოების ტყვეობაში მოაქცია.
 
პოეზიის საწყისების ძიება ყოველთვის მიგვიყვანს ხალხთა ფოლკლორულ შემოქმედებასთან, მათ საერთო მენტალურ საკუთრებასთან. დამწერლობამდე პერიოდში ხალხთა სიტყვიერი შემოქმედება მუდმივად ზეპირი სახით ვრცელდებოდა და თაობიდან თაობას სახეცვლილი ვარიანტების სახით გადაეცემოდა, წიგნიერ ცივილიზაციებში კი წერილობით სახეს იღებს და ასე განაგრძობს არსებობას.
 
გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმში „ტექსტი – გზავნილი სამყაროს“ ფარგლებში საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო.
 
ციკლის პირველი საჯარო ლექცია „პოეზიის საწყისები“ ნანა ტონიამ წაიკითხა.
 
ლექცია შეეხო ანტიკურ სამყაროს და უძველესი ხალხის დამოკიდებულებას პოეზიისადმი.
 
– რამ განაპირობა და როგორ მოაღწია ჩვენამდე ანტიკურმა პოეზიამ?
– როგორი მხატვრული გამოხატვის ხერხები და საშუალებები გამოიყენებოდა ადრეულ პერიოდში?

– რა საერთო და განმასხვავებელი ნიშნები შეიძლება ჰქონდეს პოეზიის ანტიკურ და თანამედროვე აღქმას?