კონსერვაცია – რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორია

Geo - კონსერვაცია - რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორია

კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია თბილისის მუზეუმების გაერთიანების ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში 2020 წელს გაიხსნა.

საერთაშორისო წესებისა და  პროფესიული კოდექსების გათვალისწინებით, ლაბორატორია უზრუნველყოფს გაერთიანების  კოლექციებში დაცული  კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ობიექტებისა და ეპოქალური ნივთების კონსერვაცია-რესტავრაციას – არტეფაქტებისთვის სიცოცხლის გახანგრძლივებას მათი ავთენტური სახის შენარჩუნებით.

ასევე ლაბორატორიაში ხორციელდება ობიექტების დაზიანების, დაბერება/დაძველების მიზეზების კვლევა და პრევენციული კონსერვაცია.

ლაბორატორიის დაარსების დღიდან რესტავრაცია-კონსერვაცია ჩაუტარდა კოლექციებში დაცულ ფერწერულ ტილოებს, გრაფიკულ ნამუშევრებს, აფიშებს, რარიტეტულ წიგნებსა და მემორიალურ ნივთებს.