ქალები წარსულიდან

წარსულიდან - ქალები წარსულიდან

მე-19 საუკუნე კაცობრიობის ისტორიაში გარდამავალი ეპოქაა.
ამ პერიოდში მკვიდრდებოდა აზროვნების ახალი ტიპი, ჩნდებოდა განსხვავებული მოთხოვნილებები, იდეები და წინ წამოიწია ისეთი საკითხები, რომელსაც მანამდე საზოგადოებრივი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა.

ერთ-ერთი ასეთი აქტუალური საკითხი იყო ქალთა უფლებები, რომლის შესახებაც მთელი ევროპა და ამერიკა მსჯელობდა. ამ პროცესს არც საქართველო ჩამორჩა. ინტელიგენციის საკმაოდ დიდი ნაწილი მომხრე იყო ქალთა საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლის, მათი აქტიურ საქმიანობაში ჩართვის, რასაც მხარი ქართველმა ქალებმაც აუბეს არა მარტო სიტყვით, არამედ მოქმედებითაც.

როგორი იყო იმ ცნობილი ქართველი ქალების ცხოვრება, რომლებსაც საზოგადოება სულ სხვა კუთხით იცნობს?

პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილ მრავალფეროვან  მასალას და მოისმენენ:


✥ ქართველ ქალთა განთლებისა და საგანამანთლბელო პროცესებში ჩართულობის ისტორიას;
✥ ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის დამოკიდებულებასა და შეხედულებებს თანამედროვე ქალებსა და ქალთა უფლებების  შესახებ;
✥ გაიცნობენ XIX საუკუნის კულტურულ და საზოგადოებრივ ასპარეზზე  მოღვაწე  ქართველ ქალებს;
✥ პროგრამა დასრულდება ინტერაქტივითა და მონაწილეთა ჩართულობით.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ ოთხშაბათი, 15:00 საათი
◈ ქ. თბილისი, ივანე  ჯავახიშვილის ქ. N 7
◈ პროგრამის ღირებულება: 5 ლარი
◈ ტელ: (032) 2305001, 595083693