მუსიკა ილიას სახლში

ილიას სახლში - მუსიკა ილიას სახლში

ფოლკლორი უხსოვარი დროიდან, ჯერ კიდევ წინაქრისტიანული პერიოდიდან იღებს სათავეს და გამომსახველობითი ხელოვნების მთავარი ფორმას წარმოადგენს.

ფოლკლორი არ არის მხოლოდ ქართული საგანძური, არმედ მსოფლიო ისტორიისთვისაც უმნიშვნელოვანესია და ასახავს კაცობრიობის წარსულს. მრავალსაუკუნოვანი ქართული ფოლკლორი კი ქართველი ერის შემოქმედებითი ყოფისა და ცხოვრების შედეგია, რომელიც ქართული იდენტობის საუკეთესო გამოხატულებაა.

ხალხური შემოქმედება ანუ ფოლკლორი არის მუსიკალური ხელოვნების ფესვები.
საქართველო ვოკალური მრავალხმიანობის კლასიკური ქვეყანაა და ქართული მუსიკალური აზროვნებისათვის ვოკალური მრავალხმიანობის პრინციპია ამოსავალი.
ქართულმა ხალხურმა მრავალხმიანმა სიმღერამ განვითარებისა და სრულყოფის ხანგრძლივი პერიოდი განვლო.

XIX საუკუნის საქართველოს ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, მაშინ, როცა ყველა დაწესებულებაში ხმარებიდან ამოიღეს ქართული ენა, ეკლესიებში წირვა-ლოცვა და გალობა რუსულ ენაზე აღევლინებოდა, იდევნებოდა ეროვნული ფასეულობები, უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე დადგა ქართული იდენტობის შენარჩუნება.

60-იანი წლებიდან ქართველმა საზოგადო მოღვაწეებმა, პროფესიონალმა მუსიკოსებმა და სასულიერო პირებმა დაიწყეს ზრუნვა ქართული ხალხური სიმღერებისა და საეკლესიო საგალობლების ჩაწერისა და ბეჭდური სახით გამოცემაზე.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის  გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

✥ XIX საუკუნის ქართული ტრადიციული მუსიკისა და საგალობლების ისტორიას;
✥ ქართული საგალობლების ნოტირებასა და  ხალხური სიმღერების ჩაწერა-ფიქსაციის ისტორიას;
✥ ილია ჭავაჭავაძისა და მისი თანამოაზრეების როლზე ქართული ხალხური მუსიკის გადარჩენის საქმეში;
✥ XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე ქართველი ლოტბარების, მგალობლებისა და მუსიკოსების ისტორიებს;
✥ პირველი სანოტო კრებულის ბეჭდვისა  და ქართული „ქართული ხოროს“ შექმნის თავგადასავალს.
✥ პროგრამა დასრულდება ინტერაქტივითა და მონაწილეთა ჩართულობით.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ჯუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ ორშაბათი, 15:00 საათი
◈ ქ. თბილისი, ივანე  ჯავახიშვილის ქ. N 7
◈ პროგრამის ღირებულება: 5 ლარი
◈ ტელ: (032) 2305001, 595083693