მარკების საიდუმლო ენა

საიდუმლო ენა - მარკების საიდუმლო ენა

რა არის საფოსტო მარკა და რა წინაპირობები ჰქონდა მის შექმნას?

კაცობრიობის ისტორიაში ინფორმაცის გავრცელების ძირითად საშუალებას საუკუნებიის მანძილზე წერილობითი გზავნილები წარმოადგენდა.
XIX საუკუნის დასაწყისიდან საფოსტო მომსახურების დახვეწასთან ერთად თანდათან იცვლებოდა მომსახურების ფორმებიც. მიუხედავად იმისა, რომ გადაზიდვისა და საფოსტო მომსახურეობის ისტორია  მრავალ საუკუნეს ითვლიდა, XIX საუკუნის შუა წლებამდე მსოფლიოში არ არსებოდა საფოსტო მარკა, რომელიც აღნიშნავდა წერილის ღირებულებას. საფოსტო მარკის შექმნამ მნიშვნელოვანად გაამარტივა საფოსტო მომსახურება.

თუმცა, მოგვიანებით მარკებს სხვა დანიშნულებაც ჰქონდათ – „მარკების საიდუმლო ენა“ – წარმოადგენდა შეყვარებულთა კომუნიკაციის ერთგვარ საშუალებას, რაც გავრცელებული იყო ახალგაზრდებში, ჯერ ევროპაში, შემდეგ კი რუსეთში.
„მარკების ენას“ მხოლოდ დაინტერესებული, ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანები ფლობდნენ.

დღეს საფოსტო მარკები გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას მასზე ასახულ იქნას სხვადასხვა ქვეყნის კულტურა – ცნობილი პიროვნებები, კულტურული და ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენები, ფლორის, ფაუნის ნიმუშები და სხვ.
გასულ საუკუნეში მსოფლიოს მასშტაბით პოპულარორბით სარგებლობდა მარკების შეგროვება – ფილატელია.
სწორედ ფილატელისთა წყალობით მსოფლიოში გამოცემული პირველი მარკები დღეისთვის ძვირადღირებულ უნიკუმებად იქცნენ.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის  გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

✥ რატომ, რა მიზნით  და სად შეიქმნა პირველად საფოსტო მარკები მსოფლიოში;
✥ XIX საუკუნეში საქართველოში შექმნილი პირველი საფოსტო მარკის „ტიფლისის უნიკა“ შექმნის ისტორიას;
✥ მარკების კოლექციონირებაზე – ფილატელიასა და მსოფლიოში ცნობილ უნიკალური და ძვირადღირებული  მარკების ათეულს;
✥ საინტერესო  ისტორიებს მარკების შესახებ;
✥ პროგრამა დასრულდება ინტერაქტივითა და მონაწილეთა ჩართულობით.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ჯუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ პარასკევი, 15:00 საათი
◈ ქ. თბილისი. ივანე  ჯავახიშვილის ქ. N 7
◈ პროგრამის ღირებულება: 5 ლარი
◈ ტელ: (032) 2305001, 595083693