ალტამირადან ბენქსიმდე

ბენქსიმდე - ალტამირადან ბენქსიმდე

რას გულისხმობს ნახატი და როდის დაიწყო ადამიანმა ხატვა?

ხატვა ვიზუალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც კაცობრიობის განვითარების ისტორიაში გამოხატვის ფორმებს შორის, ყველაზე პოპულარულ და ფუნდამენტურ საშუალებად ჩამოყალიბდა.
ეს არის ვიზუალური იდეების კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალება, რომელიც დასაბამს იღებს პრეისტორიულ პერიოდში, მაშინ, როცა ადამიანებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ არც სამეტყველო ენა და არც დამწერლობა.

XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე პალეოლითის ხანის მღვიმური ფერწერისა და გრაფიკული ნახატების (პეტროგლიფების) მთელი სერია აღმოჩნდა, რომელიც ძვირფას მასალას გვაწვდის ათასწლეულების წიაღში მიმდინარე კაცობრიობის განვითარების საინტერესო ეტაპების  – პირველყოფილი საზოგადოების ყოფის, სამეურნეო საქმიანობის, სულიერი სამყაროს, მსოფლმხედველობის, სოციალური ურთიერთობების შესახებ, რომელშიც უძველესი ადამიანი ცხოვრობდა.

მხატვრობამ მრავალსაუკუნოვანი განვითარების მანძილზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი ეტაპი განვლო, უამრავი მიმართულება და ჟანრი მოიცვა.

XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან  ბეჭდვითი ტექნოლოგიების გაუმჯობესებამ და პოპულარული ჟურნალების გავრცელებამ, რომლებშიც მოთხრობები იბეჭდებოდა,  ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულების – ილუსტრაციის ბუმი გამოიწვია. ამ მიმართულებას მეტი თავისუფლება მიეცა ფერისა და ახალი გამომსახველობითი ტექნიკის ექსპერიმენტირებისათვის.

ილუსტრაციებთან არის დაკავშირებული ვიზუალური ხელოვნების ფორმის-კომიქსის ჩამოყალიბება, რომელიც შედგება გამოსახულებებისა და ტექსტის კომბინაციისაგან.
თუმცა დროთა განმავლობაში ის განვითარდა და ლიტერატურულ ფორმად იქცა მრავალი ქვეჟანრებით.

დღეს XXI საუკუნის ადამიანი განსხვავებით წინა საუკუნეებისგან იცნობს ელექტორნულ ანუ ციფრულ ნახატებსაც – „ციფრული გამოსახულებას“, გამოხატვის ფორმად ირჩევს სხვადასხვა მედიას. აქტუალური ხდება სოციალური თემატიკის გაჟღერება, რასაც კარგად გადმოსცემს გრაფიტი – უჩის მხატვრობა, რომელიც ბოლო პერიოდში ხელოვნების ცალკე მიმართულებად გადაიქცა, ურბანიზმის ყველაზე საინტერესო სუბკულტურად იქცა.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის  გამოყენებით ნახავენ და გაეცნობიან:

✥ კედლის მხატვრობის ისტორიული კონტექსტსა და პირველი ადამიანის ვიზუალური შესაძლებლობებს;
✥ ილუსტრაციის შესაძლებლობებსა და ხერხებს;
✥ კომიქსისა და გრაფიტის ხელოვნების წარმოშობისა და განვითარების ისტორიას;
✥ პროგრამა დასრულდება ინტერაქტივით, რომელშიც მონაწილეები შეეცდებიან – ამბის გადმოცემას სახვითი ფორმების საშუალებებით.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ჯუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ ხუთშაბათი, 15:00 საათი
◈ ქ. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N 7
◈ პროგრამის ღირებულება: 5 ლარი
◈ ტელ: (032) 2305001, 595083693