სტაჟირება თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში

271921587 1632183293784504 8139428614530739551 n - სტაჟირება თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში

თბილისის მუზეუმების გაერთიანება აცხადებს 3-თვიანი სტაჟირების პროგრამას, რომლის მთავარი მიზანია სამუზეუმო სფეროში დაინტერესებულ ზრდასრულ პირთა აქტიური ჩართულობა მუზეუმის თანამედროვე პროცესებში.

სტაჟირების პერიოდში მონაწილეები:

– გაეცნობიან სამუზეუმო და საფონდო საქმიანობის სპეციფიკას;
– გაივლიან სტაჟირებას გაერთიანების ერთ-ერთ მუზეუმში;
– აქტიურად ჩაერთვებიან სამუზეუმო მუშაობის შიდა პროცესებში;
მიიღებენ მონაწილეობას ღონისძიებების, პროექტებისა და გამოფენების დაგეგმვა-განხორციელებაში.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე:
infotbilisimuseumsunion@gmail.com

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 28 იანვარი.

განცხადების განხილვის შედეგად, შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ თბილისის მუზეუმების გაერთიანება მონაწილეებს გადასცემს ორენოვან სერტიფიკატებს.

– სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.
– სტაჟირების სამთვიანი პროგრამა დაიწყება 2022 წლის პირველ თებერვალს.