19 ნოემბერს გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ მუზეუმში გალაკტიონის 130 წლისადმი მიძღვნილი კვირეული ვახტანგ ჯავახაძის ლექციით – „გალაკტიონის ევროპა“ – დასრულდა.
გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებას მრავალი საფუძველი აქვს, ერთ-ერთი მთავარია დასავლეთი, ევროპა და ევროპული ლიტერატურა, პოეზია.
ამაზე მიანიშნებს მისი მთავარი წიგნის – „თავის ქალა არტისტული ყვავილების“ – ეპიგრაფები, რომლებიც ფრანგ პოეტებს ეკუთვნის და იდეურად განსაზღვრავს ლექსებს, ისე როგორც პოეტური სახეები, რომლებიც სიმბოლისტური პოეზიისთვისაა დამახასიათებელი.