გალაკტიონი 130 – ილია ნიკაჭაძის ლექცია „გალაკტიონის ფსიქო-პორტრეტი“

DSCF9185 scaled - გალაკტიონი 130 - ილია ნიკაჭაძის ლექცია „გალაკტიონის ფსიქო-პორტრეტი“

17 ნოემბერს, 17:00 საათზე, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, გალაკტიონის 130 წლის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, ფსიქოლოგ ილია ნიკაჭაძის ლექცია „გალაკტიონის ფსიქო-პორტრეტი“.

გალაკტიონი არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. მარტოობისკენ მიდრეკილი ნიღაბს ატარებდა, ბუნებრივი ხმით არც კი საუბრობდა. მისი საქციელი არაორდინალური და მოულოდნელი იყო. ყველა ვინც კი იცნობდა, ამას გრძნობდა, ამიტომაც გალაკტიონზე სიცოცხლეშივე შეიქმნა ლეგენდები.
„უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებული დიდი ბავშვი“ – ასე უწოდა გალაკტიონს მისმა ძმამ აბესალომმა.