2021 წლის 17 ნოემბერს პოეტების მეფეს, გალაკტიონ ტაბიძეს, დაბადებიდან 130 წელი უსრულდება.
„ეპოქის გავლენა გალაკტიონის შემოქმედებაში“ – როსტომ ჩხეიძე;
„გალაკტიონის ფსიქო-პორტრეტი“ – ილია ნიკაჭაძე;
„გალაკტიონის ევროპა“ – ვახტანგ ჯავახაძე.
15 ნოემბერს კვირეულს გახსნის თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი ნინი სანადირაძე.

გალაკტიონ ტაბიძემ ცხოვრების განმავლობაში საქართველოს ისტორიის სამ მნიშვნელოვან ეპოქაში იცხოვრა: მეფის რუსეთის (1891-1917); დამოუკიდებლობისა (1918-1921) და საბჭოთა ხელისუფლების (1921-1959).
ლექციის მიზანია აუდიტორიას გააცნოს ეპოქათა სოციალური, პოლიტიკური, კულტურული გამოწვევები და მათი გავლენა პოეტის ცოხვრებასა და შემოქმედებაზე.





გალაკტიონი არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. მარტოობისკენ მიდრეკილი ნიღაბს ატარებდა, ბუნებრივი ხმით არც კი საუბრობდა. მისი საქციელი არაორდინალური და მოულოდნელი იყო. ყველა ვინც კი იცნობდა, ამას გრძნობდა, ამიტომაც გალაკტიონზე სიცოცხლეშივე შეიქმნა ლეგენდები.
„უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებული დიდი ბავშვი“ – ასე უწოდა გალაკტიონს მისმა ძმამ აბესალომმა.
გალაკტიონის პროფილს დაბადებიდან 130 წლის შემდეგ ფსიქოლოგიურ რაკურსში წარმოადგენს ფსიქოლოგი ილია ნიკაჭაძე.






გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებას მრავალი საფუძველი აქვს, ერთ-ერთი მთავარია დასავლეთი, ევროპა და ევროპული ლიტერატურა, პოეზია.
ამაზე მიანიშნებს მისი მთავარი წიგნის – „თავის ქალა არტისტული ყვავილების“ – ეპიგრაფები, რომლებიც ფრანგ პოეტებს ეკუთვნის და იდეურად განსაზღვრავს ლექსებს, ისე როგორც პოეტური სახეები, რომლებიც სიმბოლისტური პოეზიისთვისაა დამახასიათებელი.
ამაზე მიანიშნებს მისი მთავარი წიგნის – „თავის ქალა არტისტული ყვავილების“ – ეპიგრაფები, რომლებიც ფრანგ პოეტებს ეკუთვნის და იდეურად განსაზღვრავს ლექსებს, ისე როგორც პოეტური სახეები, რომლებიც სიმბოლისტური პოეზიისთვისაა დამახასიათებელი.





ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.