11 და 13 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.
მოსწავლეებს თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ნინი სანადირაძემ, უმასპინძლა.
11 ოქტომბერს მოსწავლეები მუზეუმში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მემორიალურ ნივთებს, ბიბლიოთეკას, დოკუმენტურ და ფოტომასალას გაეცნენ, 13 ოქტომბერს კი – მათ თბილისის მუზეუმების გაერთიანების ერთ-ერთი საგანმანათლებლო პროგრამა ჩაუტარდათ.