თბილისის მუზეუმების გაერთიანების ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დამთვალიერებლებისა და ვიზიტორებისთვის დაკეტილია.
2020 წლიდან დაწყებულია მუზეუმის კვლევითი და საარქივო დოკუმენტაციის შესწავლის სამუშაოები.
2021 წლიდან კი, მიმდინარეობს სახლ-მუზეუმის კვლევითი, გეოლოგიური და სარესტავრაციო პროექტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები.
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1956 წლის 3 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე დაარსდა და 1957 წლის 22 ოქტომბერს გაიხსნა. მუზეუმის თბილისში დაარსების ინიციატორი საქართველოს სახალხო პოეტი გიორგი ლეონიძე იყო.
1987 წელს, მწერლის დაბადებიდან 150 წლის საიუბილეოდ, გაიხსნა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი. გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლ-მუზეუმში დარჩა მხოლოდ მემორიალური განყოფილება.
2016 წლიდან ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი თბილისის მუზეუმების გაერთიანების შემადგენლობაშია.