30 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ესტუმრა.
მინისტრს თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ნინი სანადირაძემ უმასპინძლა.
შეხვედრაზე საერთო გეგმებსა და აქტიურ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.