15 ივლისს საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფატმა სერენ იაზგანისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის ოფისის კოორდინატორს, ნეჯლა დემირდაღს, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ნინი სანადირაძემ, გალაკტიონ ტაბიძისა და კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმებში უმასპინძლა.
სტუმრებმა დაათვალიერეს მუზეუმი, გაეცნენ სამუზეუმო ექსპოზიციის კონცეფციასა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების სამუშაო მიმართულებებს, მემორირებული პირების ცხოცრებასა და შემოქმედებას, ასევე აღნიშნულ მუზეუმებში დაცულ ექსპონატებსა და არქივს.
სტუმრები დაინტერესდნენ თბილისის მუზეუმების გაერთიანების დაგეგმილი და სამომავლო ღონისძიებებით და გამოხატეს მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისთვის.