მეორე საერთაშორისო კონფერენცია „ქართული კულტურა და XX საუკუნე”

Museums Union 1 - მეორე საერთაშორისო კონფერენცია „ქართული კულტურა და XX საუკუნე”
თბილისის მუზეუმების მისია ეს არის მუზეუმების ახალი როლი თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება აღვწეროთ, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილებულია თითოეული ადამიანისთვის ცოდნის გაზიარებაზე.
 
მეოცე საუკუნეში ხელოვნება მკაცრ იდეოლოგიურ ჩარჩოებში მოექცა. თუმცა, პარადოქსულად, დიქტატურისა და უმძიმესი იდეოლოგიური წნეხის პირობებში, საბჭოთა საქართველოში მაინც იკვეთებოდა ეროვნულ ძირებზე დამყარებული კულტურული ცხოვრება – თეატრი, მხატვრობა, ლიტერატურა თუ ხელოვნების სხვა დარგები. ტრადიცული სამუზეუმო ცხოვრება ეპოქისა და კონტექსტის ანალიზის გარეშე წარმოუდგნელია.
მეოცე საუკუნის ქართული ხელოვნება სხვადასხვა საკვლევ მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა შემოქმედებისა და ბიოგრაფიის, ეპოქალური თუ პარალელური მოვლენების ანალიზი და  მათი კომპლექსურად – ეპოქასთან, კულტურულ და სოციო-პოლიტიკურ გარემოსთან მიმართებაში განხილვა. კვლევის ამოცანაა წარმოაჩინოს არტისტის, ეპოქის, მოვლენისა და გარემოს სხვადასხვა კონტექსტები, პარალელური კულტურული პროცესები.
 
მეორე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება თბილისის მუზეუმების გაერთიანების ეგიდით 2021 წლის შემოდგომაზე.
 
კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა 2021 წლის 20 აგვისტომდე  წარმოადგინოთ:
 
– CV
– მოხსენების რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე.
 
✔ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე  დოქტორანტებს.
 
✔ საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილება კონფერენციაში მონაწილეობისა და ნაშრომების კრებულში დაბეჭვდის თაობაზე, ავტორებს ეცნობათ არაუგვიანეს 1 სექტემბერს.
 
✔ საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე.
 
სარეგისტრაციო ანკეტის ელექტრონული ვერსია: https://bit.ly/3heSLBT
 
კონფერენციის მიზანი:
– სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა;
– ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის პარტნიორობა;
– ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა;
– საკვლევი საკითხების ინტეგრაცია ეროვნულ და საერთაშორისო ქსელეში.
 
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
– ხელოვნების ისტორია
– მუსიკის ისტორია
– საბალეტო ხელოვნება
– თეატრის ისტორია
– კინოს ისტორია
– ქორეოლოგია
– კულტურის კვლევა და მართვა
– კულტუროლოგია (მუზეუმოლოგია, სიძველეთმცოდნეობა, კულტურის თეორია და ისტორია)
– კულტურული მემკვიდრეობა და რესტავრაცია/კონსერვაცია
 
თეზისების გაფორმების წესი:
– ფონტი: AcadNusx (ქართული) /Time New
– Roman(ინგლისური)
– ფონტის ზომა: 12
– ინტერვალი: 1,5
– მოცულობა: 500 სიტყვა (არაუმეტეს 1,5 გვერდისა)
– ლიტერატურის მითითების წესი: (ბერიძე, 1963:23)
ტექსტის ბოლოს ანბანური თანმიმდევრობით: 1.ავტორი, წიგნის დასახელება, გამომცემლობა, ქალაქი, წელი (ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება, თბილისი, 1963.)
 
პირველ საერთაშორისო კონფერენციას „ქართული კულტურა და მეოცე საუკუნე“ თბილისის მუზეუმების გაერთიანება 2019 წლის 19 და 20 სექტემბერს მასპინძლობდა.
 
ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველო და XX საუკუნე“ დაეფუძნა  რეალური ფაქტებისა და ისტორიული დოკუმენტების ანალიზს.
მომხსენებლებმა წარმოადგინეს გასული საუკუნის, ზოგადად ეპოქისა და კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანთა შემოქმედება ტოტალიტარული რეჟიმის პერიოდში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა XX საუკუნის კულტურაში მიმდინარე პროცესებს.
 
კონფერენციის მასალები გამოიცა კრებულად.