სტაჟირება თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში

Logo New - სტაჟირება თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება გთავაზობთ 3-თვიან სტაჟირების პროგრამას ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ზაქარია ფალიაშვილის, მერაბ კოსტავას, კოტე და სოსო წერეთლების, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმებსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების კომუნიკაციის სამსახურში.
 
სტაჟირების პერიოდში მონაწილეები გაეცნობიან:
 
– სამუზეუმო და საფონდო საქმიანობის სპეციფიკას;
– აქტიურად ჩაერთვებიან სამუზეუმო მუშაობის შიდა პროცესებში;
– მიიღებენ მონაწილეობას ღონისძიებების, პროექტებისა და გამოფენების დაგეგმვა-განხორციელებაში.
 
სტაჟირების მიზანია სამუზეუმო სფეროში დაინტერესებულ ზრდასრულ პირთა აქტიური ჩართულობა მუზეუმის თანამედროვე პროცესებში.
 
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: infotbilisimuseumsunion@gmail.com
 

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 28 ივნისი.

 

სტაჟირება დაიწყება 15 ივლისს და დასრულდება 15 ოქტომბერს.
 
განცხადების განხილვის შედეგად, შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
 
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება მონაწილეებს გადასცემს ორენოვან სერტიფიკატებს.
საჭიროების შემთხვევაში გაიცემა რეკომენდაციები.
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.
 
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება დაარსდა 2016 წელს და თბილისის მასშტაბით 9 დამოუკიდებელ მუზეუმს აერთიანებს.
 
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების მისია არის თანამედროვე საზოგადოებაში მუზეუმების ახალი როლი, რომელიც შეიძლება აღვწეროთ, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილებულია თითოეული ადამიანისთვის ცოდნის გაზიარებაზე.