2021 წლის მუზეუმების კვირეული 18-25 მაისი
ღია სივრცეში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამების გრაფიკი
გია ყანჩელის სახელობის ბაღი (არტოს ბაღი) ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის #103
კორონავირუსის პრევენციისა და დაავადების საფრთხის შემცირების მიზნით,
ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანებაში“ მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები ღია სივრცეში,
გია ყანჩელის სახელობის ბაღში (არტოს ბაღი) ჩატარდება.
მუზეუმების გაერთიანების მისია – ეს არის მუზეუმების ახალი როლი თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება აღვწეროთ, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის ერთიანობა, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილებულია თითოეული ადამიანისთვის ცოდნის გაზიარებაზე. თანამედროვე მუზეუმებმა უნდა გააფართოვონ თავიანთი თვალსაწიერი და პრიორიტეტად, კოლექციასთან ერთად, დამთვალიერებელი აქციოს.
საგანამანთლებლო პროგრამები ღია ცის ქვეშ ჩატარდება ყოველ დღე 16:00 საათზე
19 მაისი – სალონური ცხოვრება აივნებიან ქალაქში
ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა მე-19 საუკუნის თბილისის მრავალფეროვანი სოციოკულტურული ცხოვრების შესახებ, მათ შორის, აღსანიშნავია სალონური ცხოვრება, როგორც საერთო ინტერესების, გემოვნებისა და ცხოვრების სტილის მქონე ადამიანების ერთიანობა.
- ბავშვებისთვის ასაკით 10-15 წელი.
გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა, რომელიც პროგრამაში მონაწილეებს დღიურის მნიშვნელობასა და მის ფასეულობაზე დააფიქრებს: როდის და სად ვხვდებით დღიურის პირველ ნიმუშებს, როგორ და რატომ იწერება დღიური, რატომ ფასობს ასე ძვირად აუქციონებზე ცნობილი ადამიანების დღიურები, რომელთაგან ბევრი მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტად იქცა და სხვ.
- ბავშვებისთვის ასაკით 12-15 წელი.
21 მაისი – თოჯინების ისტორია:
თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა ტრადიციული თოჯინის დამზადების ხელოვნებას, ქართული ეთნოგრაფიული დედოფალების შექმნისა და სხვადასხვა ქვეყნის თოჯინების შექმნის ისტორიებს ეხება. მონაწილეები ეცნობიან მეთოჯინის პროფესიას და პროგრამის ბოლოს თავად ქმნიან ქართულ ტრადიციულ დედოფალებს.
- ბავშვებისთვის ასაკით 6-15 წელი.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო ცენტრის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა ქუჩის მხატვრობის წარმოშობის ისტორიასა და კედლის მხატვრობის უძველეს ნიმუშებს შეეხება.
- ბავშვებისთვის ასაკით 13-16 წელი.
23 მაისი – დროში მოგზაურობა:
მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა მუზეუმის, როგორც „კაცობრიობის მეხსიერების“ შექმნის ისტორიასა და მნიშვნელობას შეეხება – სად და როდის შეიქმნა პირველი მუზეუმი, როგორ ოთახებს უწოდებდნენ საკვირველებათა ოთახებს, ვინ არიან კოლექციონერები და სხვ.
- ბავშვებისთვის ასაკით 10-13 წელი.
24 მაისი – პოლინდრომის სამყაროში:
გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა „გასწავლით“ – როგორ „გამოიცნოთ“ პოლინდრომი – პროგრამის მონაწილეები ისმენენ ქართველი პოეტების პოლინდომულ ლექსებსა და ფრაზებს, მსოფლიო პოლინდრომულ არქიტექტურულ, მხატვრულ, მუსიკალურ შედევრებს და პროგრამის ბოლოს თავად ქმნიან პოლინდრომულ მათემატიკურ, პოეტურ და არქიტექტურულ ნიმუშებს.
- ბავშვებისთვის ასაკით 12-15 წელი.
25 მაისი – ბალეტში გაცოცხლებული ზღაპარი:
ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა გვიყვება ბალეტის და საბალეტო ტანსაცმლის შექმნის ისტორიასა და მაკნატუნას თავგადასავალს, სადაც პროგრამის მონაწილეები თავად ხდებიან ზღაპრის ავტორები.
- ბავშვებისთვის ასაკით 7-12 წელი.