IMD2021 მუზეუმების კვირეულის ფარგლებში პროექტი „მუზეუმი მუზეუმს გარეთ“

24 - IMD2021 მუზეუმების კვირეულის ფარგლებში პროექტი „მუზეუმი მუზეუმს გარეთ“

პროექტი „მუზეუმი მუზეუმს გარეთ“ – თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც 2018 წლიდან დაიწყო და გულისხმობს სხვადასხვა საგანმანთლებლო პროგრამისა და ვორქშოპის ჩატარებას რეგიონებსა და თბილისში, გასვლითი ღონისძიებების სახით.

პროექტის ღონისძიებათა ციკლი სხვადასხვა ასაკისა და ინტერსების პირთა ჩართვასა და სამუზეუმო სერვისებზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს, რადგან მუზეუმების კოლექციები და მათთან დაკავშირებული ინფორმაცია ყველა ასაკის დამთვალიერებელმა შეიძლება გამოიყენოს განათლების მისაღებად.

 

19 მაისი
„თოჯინების ისტორია“ – ორხევის სოციალური სახლი

20 მაისი
„იალქნებიდან სამოსამდე“ – ორხევის სოციალური სახლი

21 მაისი
„წერე დღიური“ – ვარკეთილის სოციალური სახლი

24 მაისი
„ცოცხალი ნახატები“ – ვარკეთილის სოციალური სახლი

25 მაისი
„მოკლე ჩართვა“ – ორხევის სოციალური სახლი