IMD2021 მუზეუმების მომავალი: აღდგენა და გარდასახვა – გაერთიანების კვირეული

FB page cover 1958x745 1 - IMD2021 მუზეუმების მომავალი: აღდგენა და გარდასახვა – გაერთიანების კვირეული

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული
2021 წლის 18 – 25 მაისი
,,მუზეუმების მომავალი: აღდგენა და გარდასახვა“

2021 წლის მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში გაიხსნება სხვადასხვა ღონისძიებითა და საგანმანთლებელო პროგრამების აქტივობებით.

ICOM-ის, როგორც მსოფლიო სამუზეუმო საზოგადოების წარმომადგენლის, ხედვა გულისხმობს სამყაროს, სადაც ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა თანაბრად მნიშვნელოვანია. მუზეუმები დღეს, როგორც არასდროს, სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე დგანან. მუზეუმები, როგორც მომავალი თაობებისთვის წარსულისა და თანამედროვეობის საგანძურის მცველები, განათლებისა და დემოკრატიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მდგრადი განვითარების პროცესში.

მუზეუმის საერთაშორისო დღის მიზანია, ხელი შეუწყოს იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ „მუზეუმები წარმოადგენენ მნიშვნელოვან საშუალებას კულტურული გაცვლებისათვის, კულტურათა გამდიდრებისა და ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და ხალხთა შორის მშვიდობის განვითარებისათვის“.

მუზეუმის საერთაშორისო დღე ტრადიციულად 18 მაისს აღინიშნება. მუზეუმის საერთაშორისო დღისათვის ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს თემას, 2021 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა: „მუზეუმების მომავალი: აღდგენა და გარდასახვა“.

მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული
„მუზეუმების მომავალი: აღდგენა და გარდასახვა“
18 მაისი
საგანმანათლებლო პროგრამები

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისიაა სასწავლო პროცესში სამუზეუმო ფონდების აქტიური გამოყენება და საგანმანათლებლო რესურსებად ქცევა. სამუზეუმო განათლების უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებების ინტეგრირებული სწავლებისთვის ხელშეწყობა მუზეუმში გაკვეთილის ჩატარების გზით, რომლისთვისაც იგი მის ხელთ არსებულ მდიდარ ფონდებს იყენებს.

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება 18-25 მაისის ჩათვლით დაინტერსებულ პირებს ელის მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში უფასო საგანმანათლებლო პროგრამების კვირეულში თბილისის მუზეუმების გაერთიანების სხვადასხვა სამუზეუმო სივრცეში.

ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

18 მაისი

  • ექსკურსია მუზეუმში – 11:00
  • „ჰიმნი“ – საგანმანათლებლო პროგრამა – 13:00
  • ექსკურსია მუზეუმში – 15:00
  • „გოლოვინი..ოპერიდან ოპერამდე“ – საგანმანათლებლო პროგრამა – 17:00

02 18 25. 05. 2021 683x1024 - IMD2021 მუზეუმების მომავალი: აღდგენა და გარდასახვა – გაერთიანების კვირეული

ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

18 მაისი

  • ექსკურსია მუზეუმში – 11:00
  • „ტფილისური ფოტოსალონები“ – საგანმანათლებლო პროგრამა – 13:00
  • ექსკურსია მუზეუმში – 17:00
  • „სალონური ცხოვრება აივნებიან ქალაქში“ – საგანმანათლებლო პროგრამა – 17:00

03 18 25. 05. 2021 683x1024 - IMD2021 მუზეუმების მომავალი: აღდგენა და გარდასახვა – გაერთიანების კვირეული

გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი

18 მაისი

  • ექსკურსია მუზეუმში – 11:00
  • „წერე დღიური“ – საგანმანათლებლო პროგრამა – 13:00
  • ექსკურსია მუზეუმში – 15:00
  • „აღბეჭდე წამი“ – საგანმანათლებლო პროგრამა – 17:00

04 18 25. 05. 2021 683x1024 - IMD2021 მუზეუმების მომავალი: აღდგენა და გარდასახვა – გაერთიანების კვირეული

მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი

18 მაისი

  • ექსკურსია მუზეუმში – 11:00
  • „დროშები გვიამბობენ“ – საგანმანათლებლო პროგრამა – 13:00
  • ექსკურსია მუზეუმში – 15:00
  • „საბეჭდი მანქანის ისტორია“ – საგანმანათლებლო პროგრამა – 17:00

05 18 25. 05. 2021 683x1024 - IMD2021 მუზეუმების მომავალი: აღდგენა და გარდასახვა – გაერთიანების კვირეული

ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი

18 მაისი

  • ექსკურსია მუზეუმში – 11:00
  • „ბალეტში გაცოცხლებული ზღაპარი“ – საგანმანათლებლო პროგრამა – 13:00
  • ექსკურსია მუზეუმში – 15:00
  • „ო, მოდა მოდა..“ – საგანმანათლებლო პროგრამა – 17:00

06 18 25. 05. 2021 683x1024 - IMD2021 მუზეუმების მომავალი: აღდგენა და გარდასახვა – გაერთიანების კვირეული

კოტე და სოსო წერთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი

18 მაისი

  • ექსკურსია მუზეუმში – 11:00
  • „იალქნებიდან სამოსამდე“ – საგანმანათლებლო პროგრამა – 13:00
  • ექსკურსია მუზეუმში – 15:00
  • „იალქნებიდან სამოსამდე“ – საგანმანათლებლო პროგრამა – 17:00

07 18 25. 05. 2021 683x1024 - IMD2021 მუზეუმების მომავალი: აღდგენა და გარდასახვა – გაერთიანების კვირეული

2021 წლის მუზეუმების კვირეულის ფარგლებში პროექტი „მუზეუმი მუზეუმს გარეთ“

პროექტი „მუზეუმი მუზეუმს გარეთ“ – თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც 2018 წლიდან დაიწყო და გულისხობს სხვადასხვა საგანმანთლებლო პროგრამისა და ვორქშოპის ჩატარებას რეგიონებსა და თბილისში, გასვლითი ღონისძიებების სახით. პროექტის ღონისძიებათა ციკლი სხვადასხვა ასაკისა და ინტერსების პირთა ჩართვასა და სამუზეუმო სერვისებზე ხელსმისაწვდომობას გულისხმობს, რადგან მუზეუმების კოლექციები და მათთან დაკავშირებული ინფორმაცია ყველა ასაკის დამთვალიერებელმა შეიძლება გამოიყენოს განათლების მისაღებად.

19 მაისი

„თოჯინების ისტორია“ – ორხევის სოციალური სახლი

20 მაისი

„იალქნებიდან სამოსამდე“ – ორხევის სოციალური სახლი

21 მაისი

„წერე დღიური“ – ვარკეთილის სოციალური სახლი

24 მაისი

„ცოცხალი ნახატები“ – ვარკეთილის სოციალური სახლი

25 მაისი

„მოკლე ჩართვა“ – ორხევის სოციალური სახლი

01 18 25. 05. 2021 683x1024 - IMD2021 მუზეუმების მომავალი: აღდგენა და გარდასახვა – გაერთიანების კვირეული

 

2021 წლის მუზეუმების კვირეული 18-25 მაისი
ღია სივრცეში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამების გრაფიკი
გია ყანჩელის სახელობის ბაღი (არტოს ბაღი) ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის #103

კორონავირუსის პრევენციისა და დაავადების საფრთხის შემცირების მიზნით, ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანებაში“ მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები ღია სივრცეში, გია ყანჩელის სახელობის ბაღში (არტოს ბაღი) ჩატარდება.

მუზეუმების გაერთიანების მისია – ეს არის მუზეუმების ახალი როლი თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება აღვწეროთ, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის ერთიანობა, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილებულია თითოეული ადამიანისთვის ცოდნის გაზიარებაზე. თანამედროვე მუზეუმებმა უნდა გააფართოვონ თავიანთი თვალსაწიერი და პრიორიტეტად, კოლექციასთან ერთად, დამთვალიერებელი აქციოს.

საგანამანთლებლო პროგრამები ღია ცის ქვეშ ჩატარდება ყოველ დღე 16:00 საათზე.

19 მაისი

სალონური ცხოვრება აივნებიან ქალაქში – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა მე-19 საუკუნის თბილისის მრავალფეროვანი სოციოკულტურული ცხოვრების შესახებ, მათ შორის, აღსანიშნავია სალონური ცხოვრება, როგორც საერთო ინტერესების, გემოვნებისა და ცხოვრების სტილის მქონე ადამიანების ერთიანობა.

20 მაისი

წერე დღიური – გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა, რომელიც პროგრამაში მონაწილეებს დღიურის მნიშვნელობასა და მის ფასეულობაზე დააფიქრებს: როდის და სად ვხვდებით დღიურის პირველ ნიმუშებს, როგორ და რატომ იწერება დღიური, რატომ ფასობს ასე ძვირად აუქციონებზე ცნობილი ადამიანების დღიურები, რომელთაგან ბევრი მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტად იქცა და სხვ.

21 მაისი

თოჯინების ისტორია – თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა ტრადიციული თოჯინის დამზადების ხელოვნებას, ქართული ეთნოგრაფიული დედოფალების შექმნისა და სხვადასხვა ქვეყნის თოჯინების შექმნის ისტორიებს ეხება. მონაწილეები ეცნობიან მეთოჯინის პროფესიას და პროგრამის ბოლოს თავად ქმნიან ქართულ ტრადიციულ დედოფალებს.

22 მაისი

კედლების ენა – თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო ცენტრის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა ქუჩის მხატვრობის წარმოშობის ისტორიასა და კედლის მხატვრობის უძველეს ნიმუშებს შეეხება.

23 მაისი

დროში მოგზაურობა – მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა მუზეუმის, როგორც „კაცობრიობის მეხსიერების“ შექმნის ისტორიასა და მნიშვნელობას შეეხება – სად და როდის შეიქმნა პირველი მუზეუმი, როგორ ოთახებს უწოდებდნენ საკვირველებათა ოთახებს, ვინ არიან კოლექციონერები და სხვ.

24 მაისი

პოლინდრომის სამყაროში – გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა „გასწავლით“ – როგორ „გამოიცნოთ“ პოლინდრომი – პროგრამის მონაწილეები ისმენენ ქართველი პოეტების პოლინდომულ ლექსებსა და ფრაზებს, მსოფლიო პოლინდრომულ არქიტექტურულ, მხატვრულ, მუსიკალურ შედევრებს და პროგრამის ბოლოს თავად ქმნიან პოლინდრომულ მათემატიკურ, პოეტურ და არქიტექტურულ ნიმუშებს.

25 მაისი

ბალეტში გაცოცხლებული ზღაპარი – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა გვიყვება ბალეტის და საბალეტო ტანსაცმლის შექმნის ისტორიასა და მაკნატუნას თავგადასავალს, სადაც პროგრამის მონაწილეები თავად ხდებიან ზღაპრის ავტორები.

 

თბილისის მუზუმების გაერთიანების მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ღონისძიებები

მსოფლიოში არსებულმა ბოლოდროინდელმა ვითარებამ განაპირობა ადამიანის სამყაროსადმი მიმართების ახლებური გააზრება, ამ მხრივ კი, მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცეა, რომელიც საზოგადოებისათვის ახალ სააზროვნო რელსებზე გადასვლის საუკეთესო საშუალებას იძლევა. სწორედ ამიტომ 2021 წლის მუზეუმების საერთაშორისო დღის მთავარი თემა – „მუზეუმების მომავალი: აღდგენა და გარდასახვაა“.

ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

19 მაისი 17:00 საათი – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ჩატარდება ლექცია „დროთა კავშირი“. ლექციას წაუძღვება პიანისტი, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი ნინო ჟვანია, რომელიც ისაუბრებს სახლ-მუზეუმის ფენომენსა და მის სპეციფიკაზე და დროთა კავშირზე, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება სამუზეუმო სივრცესა და მუსიკალურ ხელოვნებას შორის პარალელების გავლება.
22 მაისი 17:00 საათი – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართება ვოკალური მუსიკის კონცერტი. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ალოიზ მიზანდარის სახელობის I მუსიკალური სასწავლებლის ვოკალური კლასის მოსწავლეები. პროგრამაში შესრულებული იქნება ქართველი და უცხოელი კლასიკოსი კომპოზიტორების ნაწარმოები.

გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი

20 მაისი, 17:00 საათი – #აღდგენა და გარდასახვა – შეხვედრა ვახტანგ ჯავახაძესთან. შეხვედრისას გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფი და პოეტი, ვახტანგ ჯავახაძე, ისაუბრებს გალაკტიონის ცხოვრების მრავალსახოვნებასა და ეპოქალურ გარდასახვაზე. საუბრისას მსმენელებს საშუალება ექნებათ ეპოქალური მოვლენების ანალიზისას იმოგზაურონ დროში და მოისმინონ განახლებული სახლ-მუზეუმის გარდასახვის ისტორია.

აქტივობები ვირტუალურ სივრცეში

,,მუზეუმების მომავალი: აღდგენა და გარდასახვა“
საგანმანათლებლო-შემეცნებითი ციკლები

  • ქალები XIX საუკუნის საქართველოდან
  • სამოქალაქო ინიციატივები XIX საუკუნის საქართველოში
  • ძველი თბილისური ტრადიციები
  • ურბანული ქრონიკები XIX საუკუნის საქართველოდან
  • მსოფლიო საათები

 

21 მაისი | 16 საათი
ზაქარია ფალიაშვილის „მესა“
გამოცემის პრეზენტაცია

თბილისის პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია
თბილისი, ი. ჯავახიშვილის N55

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისიაა – შეინახოს, დაიცვას და ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი, რომელიც მიმართულია განსხვავებული ინტერესებისა და ასაკის ადამიანებისთვის ცოდნის გაზიარებაზე. სამუზეუმო ფონდებსა და საცავებში დაცული მასალები, თითოეულ სახელთან ერთად ეპოქისა და ასწლეულების საფიქრალსაც აერთიანებს, რომელიც ერისა და ქვეყნის ისტორიასაც ქმნის და სამომავლო ნაბიჯებსაც განსაზღვრავს.

გამოცემა წარმოაჩენს ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების განმსაზღვრელ ფაქტორს, მისი სულიერების იმ მნიშვნელოვანი ნაწილის შესწავლა-ანალიზს, რომელიც კათოლიკური წესის მესას უკავშირდება. ზაქარია ფალიაშვილის მესა რომელიც კომპოზიტორმა შემოქმედების ადრეულ წლებში დაწერა, ქართულ მუსიკაში მესის ერთადერთი ნიმუშია. თბილისის მუზეუმების გაერთიანების ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის ხელნაწერ ფონდში ზაქარია ფალიაშვილისეული მესის სამი სხვადასხვა ეგზემპლარი ინახება, რომლებიც 1895-1900 წლებით თარიღდება. სამივე ხელნაწერი, კათოლიკური კანონიკის თანახმად, ექვსნაწილიანია.

გამოცემა შექმნილია თბილისის მუზეუმების გაერთიანების ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის ფონდებში დაცული ექსპონატებისა და საარქივო მასალების მიხედვით. მდიდარი ფოტომასალა და ავტორთა მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები მოგვითხრობს დიდი კომპოზიტორის ცხოვრების ღირსშესანიშნავი ფაქტების, შემოქმედებასთან დაკავშირებული მოვლენებისა და მსოფლმხედველობის შესახებ.

თბილისის მუზეუმების გაერთიანებისა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან თანამშრომლობის შედეგად შექმნილი კვლევითი მასალები, გარდა დიდი კომპოზიტორის შემოქმედების შესწავლისა, განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც იძენს ქართული კულტურის მრავალპლასტიანობისა და ტოლერანტობის შესწავლის საქმეშიც; შეუძლებელია, საქართველოს წარსულისა და ისტორიის შესწავლა-ანალიზი საქართველოში მოღვაწე კათოლიკეების გარეშე.

1 მესა - IMD2021 მუზეუმების მომავალი: აღდგენა და გარდასახვა – გაერთიანების კვირეული