ვაკანსია თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში

Logo New - ვაკანსია თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში

თბილისის მუზეუმების გაერთიანება აცხადებს ვაკანსიას სამუზეუმო, სახელოვნებო და კვლევითი პროექტების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით.

სამუშაო აღწერილობა:

– საპროექტო წინადადებების მომზადება და მართვა;

– პროექტის მართვა და მონიტორინგი;

– დონორი ორგანიზაციების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების დაგეგმვა/წარმართვა;

– ფანდრაიზინგისა და ფონდების მოძიების სტრატეგიის შემუშავება;

– სამუზეუმო, სახელოვნებო და კვლევითი საჭიროებიდან გამომდინარე ახალი პროექტების ინიცირება;

– პროექტის ვადების განსაზღვრა, გუნდში პასუხისმგებლობების განაწილება;

– პროექტის მსვლელობის მონიტორინგი.

პროექტის მენეჯერისთვის სავალდებულოა:

– უმაღლესი განათლება;

– გამოფენებზე, კვლევით თუ საერთაშორისო სახელოვნებო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;

– პროექტების მართვის გამოცდილება;

– ინგლისური (და სხვა) ენის ცოდნა;

– უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება და ცოდნა გამოფენებზე, კვლევით თუ საერთაშორისო სახელოვნებო პროექტებზე;

– კულტურის სფეროს დარგობრივი კომპეტენციები;

საჭირო უნარ-ჩვევები:

– სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;

– დეტალებზე ორიენტირებულობა;

– დროის სწორი მართვის უნარი

– შრომისმოყვარეობა;

– გუნდური მუშაობის უნარი;

– ინგლისურ ენაზე წერისა და ზეპირი კომუნიკაციის გამოცდილება;

სამუშაო გრაფიკი: სრული


რას გთავაზობთ ჩვენ:

– კონკურენტული ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი – 1000 ლარი + დანამატები პროექტებიდან

– ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა: 1 თვე

– ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 1 ივნისიდან – 31 დეკემბრამდე გახანგრძლივების შესაძლებლობით

– კომფორტული, მეგობრული სამუშაო გარემო;

– პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ:
– CV
– სარეკომნედაციო წერილი
– სამოტივაციო წერილი
ელ. ფოსტის მისამართზე: infotbilisimuseumsunion@gmail.com  და “subject”-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 14 მაისი, 2021.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს არაუგვიანეს 2020 წლის 20 მაისიდან.