სტუმრად გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში

IMG 9348 scaled - სტუმრად გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში

დღეს, 17 მარტს, გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, პოეტის მემორიალურ ბინა-მუზეუმს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების მენეჯმენტის, კულტურული ტურიზმისა და დრამის რეჟისურის სტუდენტები ეწვივნენ. მუზეუმში ექსკურსიისას, სტუდენტები გაეცნენ პოეტის ბიოგრაფიულ ცნობებს, შემოქმედებასა და მოღვაწეობას.