დღეს, 16 მარტს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორიანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ნინი სანადირაძემ და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი სანიკიძემ.
მემორანდუმის მიზანია, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებასა და გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება და გაფართოება, სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის განვითარება და ერთობლივი კონფერენციებისა და სხვა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება.