თბილისის მუზეუმების გაერთიანება დამთვალიერებლებისთვის იხსნება

Logo New - თბილისის მუზეუმების გაერთიანება დამთვალიერებლებისთვის იხსნება

2021 წლის 1 მარტიდან ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ სტრუქტურული ერთეულები დამთვალიერებლებისთვის იხსნება. თბილისის მუზეუმების გაერთიანება 1 მარტიდან დამთვალიერებლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ICOM-ის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღებს.

ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი;
თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17

გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი;
თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. N4

კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი;
თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. N2

ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი;
თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10

მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი;
თბილისი, მიხეილ ზანდუკელის ქ. N1

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი;
თბილისი, გიორგი ჩუბინაშვილის ქ. N22

ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი
თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N83/23

მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი
თბილისი, მიხეილ ჯავახიშვილის ქ. N21

მუზეუმები ღიაა ყოველდღე 10:00 საათიდან 18:30 საათამდე.