დღეს, 4 თებერვალს, თბილისის მუზეუმების გაერთიანების კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ ბინა-მუზეუმს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია და ისრაელის კონსული საქართველოში სმადარ ცემახ-რაცაბი ესტუმრნენ.
სტუმრები გაეცნენ კოტე წერეთლის ცხოვრებასა და შემოქმედებას, ბიბლიოთეკას, მემორიალურ ნივთებს, პირად არქივს.
სტუმრები დაინტერესდნენ თბილისის მუზეუმების გაერთიანების დაგეგმილი და სამომავლო საკითხებით და გამოხატეს მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისთვის.
სტუმრებს თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ უმასპინძლა.
1921 წლის 4 თებერვალს ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის სწავლების ფუძემდებელი, თბილისის საპატიო მოქალაქე კოტე წერეთელი დაიბადა.![IMG_8802 IMG_8802]()
![IMG_8846 IMG_8846]()
![IMG_8860 IMG_8860]()
![IMG_8878 IMG_8878]()
![IMG_8888 IMG_8888]()
![IMG_8912 IMG_8912]()
![IMG_8921 IMG_8921]()
![IMG_8938 IMG_8938]()
![IMG_8945 IMG_8945]()
![IMG_8961 IMG_8961]()
![IMG_8969 IMG_8969]()
![IMG_8976 IMG_8976]()
![IMG_8986 IMG_8986]()