წმიდა საყდრის დესპანის, კანცლერი და ატაშე ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში

146473362 1385970748405761 6518122959508928 o - წმიდა საყდრის დესპანის, კანცლერი და ატაშე ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში

დღეს, 3 თებერვალს, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს წმიდა საყდრის დესპანი, დიპლომატიური კორპუსის დუაიანი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე ა. ბეტანკური, წმიდა საყდრის კანცლერი საქართველოში მონსინიორ ჯუზეპე ლატერცა და ატაშე ჯაბა გაბიტაშვილი ესტუმრნენ.

სტუმრებმა დაათვალიერეს ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, სადაც კომპოზიტორი 1915 წლიდან 1933 წლამდე – გარდაცვალებამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

გაეცნენ ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას, მემორიალურ ნივთებს, დოკუმენტურ ფოტომასალას, ხელნაწერებს და სხვ.

მუზეუმში სტუმრებს თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ნინი სანადირაძემ, მუზეუმის კურატორმა, თამარ მარრმა და მუზეუმის ფონდის მცველმა, თეა დუმბაძემ უმასპინძლეს.