დღეს, 29 იანვარს, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ნინი სანადირაძე, ვატიკანის ელჩს საქართველოში არქიეპისკოპოს ჟოზე აველინო ბეტანკურს შეხვდა.
საუბრისას განხილული იყო თბილისის მუზეუმების გაერთიანების საქმიანობა, სამეცნიერო და საგანმანათებლო პროექტები, საუბარი შეეხო ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას, დიდი ქართველი კომპოზიტორის შემოქმედების საზოგადოებისთვის გაზიარებასა და პოპულარიზების საკითხებს.
ჟოზე აველინო ბეტანკურმა, თავის მხრივ, დაინტერესება გამოხატა დაგეგმილი და სამომავლო საკითხებისადმი და აღნიშნა, რომ მზადაა აქტიურად ითანაშრომლოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიმართულებით.