მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში ღონისძიება: „საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი – ქართველი ხელოვანები“ გაიმართა

DSCF1243 1 scaled - მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში ღონისძიება: „საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი –  ქართველი ხელოვანები“ გაიმართა

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში გრძელდება შეხვედრების ციკლი: „საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი“ .

12 ოქტომბერს, ციკლის ფარგლებში, მუზეუმში საჯარო ლექცია: „საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი – ქართველი ხელოვანები“ – მკვლევარმა,  გიორგი კლდიაშვილმა, ჩაატარა.

შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმარმა საბჭოთა რეჟიმის მიერ კულტურის მესვეურთა მიმართ გატარებულ რეპრესიებსა და მათ ტრაგიკულ აღსასრულზე ისაუბრა.